კახა კალაძე: ხელისუფლება, ეპიდემიოლოგები და დარგის სპეციალისტები ვართ ერთ მხარეს, ოპონენტები კი ვირუსის მხარეს არიან

Read Time:48 Second

ზოგადად ასეთ მდგომარეობაში საერთო მიზნის გარშემო ერთიანდება ყველა, ხელისუფლება თუ ოპოზიცია, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენთან ეს არ ხდება და ამ უპასუხისმგებლობის ერთი დამადასტურებელი ფაქტი „ნაცმოძრაობის“ გუშინდელი შეხვედრა იყო, – ამის შესახებ თბილისის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა.

„ეს იყო ძალიან დიდი უპასუხისმგებლობა. მინდა გავიხსენო ვირუსის გავრცელების პირველი ტალღა, მაშინაც ერთ მხარეს იყო მთავრობა, ხალხი, ეპიდემიოლოგები, ექიმები, რომლებიც ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობდნენ, რათა ვირუსის გავრცელება არ მომხდარიყო, მეორე მხარეს კი ჩვენი ოპონენტები იყვნენ. მეორე ტალღას რაც შეეხება, აქაც იგივე მდგომარეობაა – ხელისუფლება, ეპიდემიოლოგები და დარგის სპეციალისტები არიან ერთ მხარეს, ოპონენტები კი – ვირუსის მხარეს. ზოგადად ასეთ მდგომარეობაში საერთო მიზნის გარშემო ერთიანდება ყველა, ხელისუფლება თუ ოპოზიცია, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენთან ეს არ ხდება და ამ უპასუხისმგებლობის ერთი დამადასტურებელი ფაქტი გუშინდელი შეხვედრა იყო. მედია ყველა ჩვენს წინასაარჩევნო შეხვედრაზე იმყოფება და ხედავს, როგორ ატარებს პასუხისმგებლიანი პოლიტიკური პარტია თავის საარჩევნო კამპანიას – ადამიანები არიან პირბადეებით, დაცულია სოციალური დისტანცია და ყველა პარტიას აქვს ამის შესაძლებლობა“, – განაცხადა კალაძემ.

16 ოქტომბერს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ბათუმის ბულვარში წინასაარჩევნო შეხვედრა ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების დარღვევით ჩაატარა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გიორგი გახარია: ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ დღეს, ელემენტარული წესების დაცვა, პირბადის ტარება, დისტანციის დაცვა, ეს არის პატრიოტიზმი
Next post საქართველოში კორონავირუსი კიდევ 958 ადამიანს დაუდასტურდა, 214 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა