გიორგი გახარია: ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ დღეს, ელემენტარული წესების დაცვა, პირბადის ტარება, დისტანციის დაცვა, ეს არის პატრიოტიზმი

Read Time:1 Minute, 30 Second

ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ დღეს, ელემენტარული წესების დაცვა, პირბადის ტარება, დისტანციის დაცვა, ეს არის პატრიოტიზმი, ეს არის ის, რითაც ჩვენ ვაძლევთ ჩვენ ქვეყანას შესაძლებლობას განვითარდეს და არ იყოს არანარი შეფერხება ამ განვითარებაში, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სამეგრელოში, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ალექსანდრე მოწერელიას წარადგენისას განაცხადა.

პრემიერ-მინისტრმა მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდა, პანდემიის გამო წესების სრულად დაიცვან, საარჩევნო კამპანიისას გამოიყენონ დისტანცია და ასევე ატარონ პირბადეები.

„როცა ჩვენ ვსაუბრობთ ხვალინდელ დღეზე, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი ერთობლივი შრომა არის გარანტი იმის, რომ ამ პანდემისაც დავამარცხებთ, ეკონომიკური კრიზისიდანაც გამოვალთ და ქვეყნის მშნებლობასაც გავაგრძელებთ წარმატებით. არ დაგვავიწყდეს, რომ მიუხედავად პანდემიისა, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, არცერთი წუთით სისტემური ინფრასტრუქტურაზე მუშაობა არ შეჩერებულა და არც შეჩერდება. მიუხედავად იმისა, რომ გამოწვევა გლობალურია და ვხედვათ, რომ მთელ მსოფლიოში ინფიცირების რაოდენობა რეკორდულად იზრდება, ჩვენ პასუხისმგებლობა გვაქვს და გვესმის, რომ როცა ერთად ვიკრიბებით, თუნდაც, საარჩევნო კამაპანიაში, უნდა გავიკეთოთ პირდბადე, რადგან ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა ჩვენი ხანდაზმულების, ჩვენი ოჯახის წევრების, ჩვენი თანამოქალაქეების წინაშე და რაც მთავარია, ეს არის პასუხისმგებლობა ჩვენი ქვეყნის შემდეგი განვითარების წიანშე.

სამწუხაროდ, მხოლოდ ასე შეგვიძლია ჩვენი ეკონომიკური აღმასვლა გავარძელოთ და უპასუხისმგებლო ქცევა ეს ნიშნავს, ქვეყნის განვითარების შეფარხებას, სხვას არაფერს. ამ ყველაფერში მთავარი ის არის, რომ 31 ოქტომბერს ყველამ ერთად უნდა გავიმარჯვოთ და ეს არ იქნება მხოლოდ წალენჯიხის, სამეგრელოს და ამ მუნიციპალიტეტის გამარჯვება, ეს მთელი ქვეყნის გამარჯვება იქნება.

ჩვენ ჩვენი მოქალაქეების მხარდაჭერაში დარწმუნებული ვართ, ჩვენი მთავარი ამოცანა დღეს არის, რომ ასე წესების დაცვით, ყველამ ერთად, გავიმარჯვოთ ისე, სამართლიან, ღირსეულ ბრძოლაში, რომ არავის მივცეთ შესაძლებლობა, მცირედი ჩრდილი მიაყენოს ჩვენს გამარჯვებას.

ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ დღეს, ელემენტარული წესების დაცვა, პირბადის ტარება, დისტანციის დაცვა, ეს არის პატრიოტიზმი, ეს არის ის, რითაც ჩვენ ვაძლევთ ჩვენ ქვეყანას შესაძლებლობას განვითარდეს და არ იყოს არანარი შეფერხება ამ განვითარებაში. მე დარწმუნებული ვარ და მჯერა, რომ ჩვენ ყველანი ერთად გავიმარჯვებთ, მაგრამ რაც მთავარია, გავიმარჯვებთ სამართლიან ბრძოლაში და გავიმარჯვებთ ღირსეულად! გამარჯვებას გისურვებთ!“ – განაცხადა გიორგი გახარიამ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი კობახიძე: „ნაცმოძრაობის“ აქციის მიზანი ვირუსის გავრცელების ხელშეწყობა და ბათუმიდან სხვა რაიონებში გადატანაა
Next post კახა კალაძე: ხელისუფლება, ეპიდემიოლოგები და დარგის სპეციალისტები ვართ ერთ მხარეს, ოპონენტები კი ვირუსის მხარეს არიან