კახა კალაძე: ჩვენ უნდა ვიზრუნოთ და ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ ქვეყანაში შევინარჩუნოთ სიმშვიდე და მშვიდობა

Read Time:34 Second

ჩვენ, ხელისუფლება ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ პირველ რიგში დავიცვათ ჩვენი ქვეყნისა და ხალხის ინტერესები, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს უკრაინის მხარდასაჭერად.

„უკრაინა ჩვენი მეგობარი ქვეყანაა, წლებია მეგობრული ურთიერთობები არსებობს და რა თქმა უნდა, ამ ურთიერთობებს ვერავინ და ვერაფერი შეუშლის ხელს. ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე იქნება ეს ევროსაბჭო, გაერო, ჩვენი მხრიდან იყო მხარდაჭერა გამოხატული კონკრეტული გადაწყვეტილებების მიმართ. ამას ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან მოჰყვა შესაბამისი რეაგირება, სადაც ხაზგასმით აღინიშნა, რომ საქართველომ ყველაფერი გააკეთა უკრაინის მხარდასაჭერად. პარალელურად ჩვენ უნდა ვიზრუნოთ და ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ ქვეყანაში შევინარჩუნოთ სიმშვიდე, შევინარჩუნოთ მშვიდობა. ჩვენ, ხელისუფლება ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ პირველ რიგში დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ინტერესები და ჩვენი ხალხის ინტერესები.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ხარაგაულის მერი კობა ლურსმანაშვილი, ახალგაზრდა და წარმატებული სპორტსმენების მხარდაჭერას განაგრძობს
Next post კახა კალაძე: ადამიანები, რომლებიც დღეს ბრტყელ-ბრტყელი სიტყვებით გველაპარაკებიან, ერთმანეთს ასწრებდნენ წითელ ხიდზე 2008 წელს