კახა კალაძე: ადამიანები, რომლებიც დღეს ბრტყელ-ბრტყელი სიტყვებით გველაპარაკებიან, ერთმანეთს ასწრებდნენ წითელ ხიდზე 2008 წელს

Read Time:27 Second

მიმდინარეობს სპეკულაციები. ოპონენტები პირდაპირ ვერ ამბობენ, მაგრამ ქვეტექსტი ის არის, რომ საქართველო ჩაერთოს საომარ მოქმედებებში, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ „იმედი lIVE“-ში განაცხადა.

„სამწუხაროდ, ჩვენ გვახსოვს რა მოხდა და რა მდგომარეობაში იყო ქვეყანა 2008 წელს. რამდენი დაღუპული ადამიანი, მშვიდობიანი მოსახლეობა, ჩვენი გმირი ჯარისკაცები. ჩვენი ქვეყნის 20% დღესაც ოკუპირებულია რუსეთის მიერ. გვახსოვს ისიც, როგორ გარბოდნენ ეს კონკრეტული ადამიანები, რომლებიც დღეს ბრტყელ-ბრტყელი სიტყვებით გველაპარაკებიან. ერთმანეთს ასწრებდნენ წითელ ხიდზე. ხალხსა და საზოგადოებას არაფერი არ დავიწყებია. რაც არ უნდა სპეკულაციები აკეთონ, ჩვენ ვმოქმედებთ ჩვენი ქვეყნისა და ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე“, – განაცხადა კახა კალაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კახა კალაძე: ჩვენ უნდა ვიზრუნოთ და ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ ქვეყანაში შევინარჩუნოთ სიმშვიდე და მშვიდობა
Next post კახა კალაძე: ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე საქართველომ გამოხატა უკრაინისადმი მხარდაჭერა და თანადგომა, რისთვისაც ძალიან კარგი შეფასებები და მადლობები მივიღეთ