კახა კალაძე – ჩვენ ვართ ის გუნდი, ვინც ატარებს ქართულ პოლიტიკას, ყველაზე მთავარი, რაც გვამოძრავებს, არის ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა

Read Time:48 Second

ჩემთვის გაუგებარი და უსაფუძვლო იყო ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ კრიტიკა, პრემიერი ყველა საერთაშორისო პლატფორმას იყენებს, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესები იყოს გატარებული, ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ხალხი სათანადოდ იყოს წარმოდგენილი, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ რომ ყოფილიყო ხელისუფლებაში, 2008 წლის უბედურება ქვეყანას თავს არ დაატყდებოდა“.

„ჩვენ არ უნდა მოგვერიდოს სიმართლის თქმა. შეიძლება, ეს ბევრს არ სიამოვნებს, გულზე ხვდება. ზოგადად, სიმართლე მწარეა, თუმცა არ უნდა მოვერიდოთ არც ჩვენს პარტნიორებს, არც ჩვენს მეგობრებს. პირიქით, მათთან უნდა ვილაპარაკოთ სიმართლე. ჩვენ ეს თავის დროზე რომ დაგვეწყო, დღეს განსხსხვავებულ რეალობაში იქნებოდა ცხოვრება და შეიძლება, ის უბედურება არ ყოფილიყო, რაც უკრაინაში ხდება. „ქართული ოცნება“ რომ ყოფილიყო ხელისუფლებაში, 2008 წლის უბედურება ქვეყანას თავს არ დაატყდებოდა. რაც შეეხება ირაკლი ღარიბაშვილს და „ქართულ ოცნებას“, ჩვენ ვართ ის გუნდი, ვინც ატარებს ქართულ პოლიტიკას. ამ ქვეყნის ინტერესებზე მორგებულ პოლიტიკას და რა თქმა უნდა, ყველაზე მთავარი, რაც გვამოძრავებს, ეს არის ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა. დაბრუნება იმ ტერიტორიების და ჩვენ აფხაზ და ოს და-ძმებთან თანაცხოვრება“, – განაცხადა კალაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კრამონი ზურაბიშვილს: ევროპარლამენტში მტკიცედ ვდგავართ თქვენი და თქვენი ხალხის გვერდით საქართველოს ევროპული მომავლისთვის
Next post ნათია ფანჯიკიძე: ნიკო ნიკოლაძის კარმული ვალი აქვს სალომე ზურაბიშვილს – ვალი უნდა გადაიხადოს, თორემ მსოფლიოს ყველა რელიგიის ენაზე დაერხევა ცაშიც და მიწაზეც