კახა კალაძე: ჩვენ გვყავს გმირი მეხანძრე-მაშველები, რომლებიც საკუთარი სიცოცხლის ფასად ემსახურებიან სამშობლოს და ამისთვის მათ დიდი მადლობა

Read Time:1 Minute, 0 Second

დედაქალაქის მერი კახა კალაძე თბილისის შემოგარენში ტყის მასივებში გაჩენილი ხანძრის თემას გამოეხმაურა და მის შესაძლო კავშირს იქ სამომავლო მშენებლობების გეგმებთან, მიზანმიმართული სიცრუე უწოდა. კალაძის თქმით, წარსულს ჩაბარდა ის პრაქტიკა, როდესაც მშენებლობები რეკრეაციული სივრცეების ხარჯზე ხორციელდებოდა.

„საბედნიეროდ, ჩვენი ეს წლები ჩავაბარეთ წარსულს 2012 წელს, როდესაც ხდებოდა ტყეების გაჩეხა, რეკრეაციული სივრცეების, სპორტული მოედნების ხარჯზე სამშენებლო სამუშაოების განხორციელება. ეს იყო „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების პირობებში, როდესაც ამას აკეთებდნენ. ჩვენ და პირადად მე კი, არაერთი მნიშვნელოვანი სივრცე დავუბრუნეთ დედაქალაქს. ჩვენ ეს მიდგომა გვექნება. რაც შეეხება ზონებს, როდესაც ხდება ლანდშაფტურ-რეკრეაციული ზონის სტატუსის მინიჭება, ეს არ ნიშნავს იმას, რომ იქ აუცილებლად ტყე უნდა იყოს ან ხეები იყოს დარგული“, – განაცხადა მერმა.

კალაძემ სახანძრო ეკიპაჟების დაგვიანებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას ასევე, დეზინფორმაცია უწოდა და განაცხადა, რომ მსგავსი განცხადებები მხოლოდ საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზანს ემსახურება.

„ეს არის ტყუილი. თქვენ მიზანმიმართულად ცდილობთ, საზოგადოება შეიყვანოთ შეცდომაში და ეს არ არის პირველი შემთხვევა. საზოგადოება კარგად ხედავს ყველაფერს. ჩვენ გვყავს გმირი მეხანძრე-მაშველები. მინდა, თითოეულ მათგანს დიდი მადლობა გადავუხადო იმისთვის, რაც მათ გააკეთეს ბორჯომის ხეობაში, იმისთვის, თუ როგორ ემსახურებიან ამ ქვეყანას და მის თითოეულ მოქალაქეს. თავისი სიცოცხლის ფასადაც მზად არიან, ყოველდღიურად ემსახურონ სამშობლოს. თქვენ კი ცდილობთ, ტალახი ესროლოთ ადამიანებს, ჩრდილი მიაყენოთ, მაგრამ არაფერი გამოგივათ. თქვენს ბინძურ კამპანიას საზოგადოების მხრიდან ყოველთვის მოჰყვება რეაგირება“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post შალვა პაპუაშვილი ხანძრებთან ბრძოლაში ჩართული სამსახურების წარმომადგენლებს მადლობას უხდის
Next post თაკო ჩარკვიანი: ნიკა მელიამ ადგილობრივ არჩევნებზე უკვე ატარა ექსპერიმენტები და რა შედეგიც დაიდო, კარგად ვიცით – ვადამდელ არჩევნებს ყოველთვის ვემხრობოდი და ვემხრობი, მაგრამ არა იმ ექსპერიმენტებით, ნიკა რომ არის მიჩვეული