კახა კალაძე – ჩვენი გუნდის ერთ-ერთი მინუსი იყო, რომ შესაბამისად ვერ მიგვქონდა ინფორმაცია მოსახლეობამდე

Read Time:50 Second

თბილისის მერის კახა კალაძის შეფასებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ერთ-ერთი მინუსი მოსახლეობასთან არასაკმარისი კომუნიკაცია იყო. ამის შესახებ თბილისის მერმა ჟურნალისტებს, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებულ კვლევასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე განუცხადა. კვლევაში აღნიშნულია, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, საჯარო უწყებებში საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურებში დასაქმებულთა და ხელფასების ოდენობა გაიზარდა.

თბილისის მერი კონკრეტულად ანგარიშის და მასში ასახული მონაცემების შეფასებისგან თავს იკავებს, რადგან მისი თქმით, დასკვნა არ უნახავს და არ აქვს ინფორმაცია, რაზე დაყრდნობით არის მომზადებული.

„მე არ მინახავს დასკვნა, არც ის ვიცი, რაზე დაყრდნობით აქვთ გაკეთებული, რა ციფრებია მოცემული, ასე რომ, გამიჭირდება შეფასების გაკეთება.

ზოგადად, მე ყოველთვის ვამბობდი და ახლაც გავიმეორებ, რომ ჩვენი გუნდის, მთავრობის ერთ-ერთი მინუსი ასევე იყო ის, რომ ჩვენ შესაბამისად ვერ მიგვქონდა ინფორმაცია მოსახლეობამდე. არ იყო ისეთი კომუნიკაცია, რომ მიგვეწოდებინა გაკეთებულ პროექტებთან დაკავშირებით, განსახორციელებელ პროექტებთან დაკავშირებით ინფორმაცია, ამის პრობლემა იდგა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დღეს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, 2012-დან 2017 წლის ოქტომბრის ჩათვლით, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურებში დასაქმებულთა ანაზღაურებამ 55 მილიონ 400 ათას ლარზე მეტი შეადგინა, საიდანაც 49 მილიონ 75 ათას ლარზე მეტი 2013-2017 წლებში დაიხარჯა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post რატომ ეშინიათ ადამიანებს რენტგენის და ულტრაბგერითი კვლევების
Next post დავით ბაქრაძე – ყველას სანქცირება და შავ სიაში შეყვანა უნდა მოხდეს, ვისაც ტატუნაშვილის მკვლელობასთან კავშირი აქვს