კახა კალაძე: ყველაზე დიდი დახმარება იქნება ის, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მიხეილ სააკაშვილმა მავნებლობას თავი დაანებოს

Read Time:39 Second

ხელისუფლებისთვის ამ მდგომარეობაში ყველაზე დიდი დახმარება იქნება ის, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მისმა ლიდერმა, მიხეილ სააკაშვილმა მავნებლობას თავი დაანებოს – თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საქართველოს მოქალაქეების სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოყვანა მიმდინარეობს და ეს ღონისძიება მომდევნო დღეებშიც გაგრძელდება.

თუ დამატებითი ღონისძიებები საჭიროება იქნება, კახა კალაძის თქმით, სახელმწიფო ამასაც გააკეთებს.

„ამ მიმართულებით მუშაობა უკვე დაწყებულია, კონკრეტული ნაბიჯები გადადგმულია, რეისები განხორციელებულია. ვისაც სურვილი აქვს რა თქმა უნდა დაბრუნების, ეს პროექტი გაგრძელდება.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მისმა ლიდერმა, მიხეილ სააკაშვილმა თავი დაანებოს მავნებლობას – ეს იქნება ყველაზე დიდი დახმარება დღევანდელ მდგომარეობაში და დღევანდელ სიტუაციაში. თუ საჭიროება იქნება დამატებითი ღონისძიებების გატარების, დამატებითი დახმარებისა და ხელშეწყობის თხოვნის ადამიანებზე, ქვეყნებზე, ბიზნეს სექტორზე, ამასაც გავაკეთებთ, მაგრამ ჯერ არ არის ამის აუცილებლობა იმიტომ, რომ ქვეყანა ამას აკეთებს. რეისები არსებობს, გუშინ, გუშინწინ ჩამოიყვანეს ადამიანები სხვადასხვა ქვეყნიდან და ეს მომდევნო დღეების განმავლობაშიც გაგრძელდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post თენგიზ ცერცვაზე: 70 წელს გადაცილებული ვარ და ასეთ რეჟიმში ჯერ არ მიმუშავია
Next post ტაილანდის მეფე თვითიზოლაციისთვის ბავარიის სასტუმროში 20 ქალთან ერთად შეიკეტა