კახა კალაძე – საქართველოში პოლიტიკური პატიმრები იყვნენ 2012 წლამდე – დღეს პოლიტიკური პატიმრები არ არსებობენ

Read Time:39 Second

20 ივნისს რაც მოხდა, არის ძალიან ცუდი. თუმცა, ვიმეორებ, არავის უნდა ეპატიოს გასცდეს კანონის ჩარჩოს და ფარგლებს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უპასუხა შეკითხვას, როგორია მისი მოსაზრება ევროპელი პოლიტიკოსების შეფასებაზე, რომ 20 ივნისს დაკავებული პირები პოლიტიკური პატიმრები არიან.

კახა კალაძის თქმით, საქართველოში სიტყვისა და გამოხატვის უფლება დაცულია, თუმცა მთავარია ეს ყველაფერი კანონის ფარგლებში მოექცეს.

„ყველა ადამიანს აქვს შესაძლებლობა, რომ გამოხატოს თავისი შეხედულებები. სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ჩვენს ქვეყანაში დაცულია და პრობლემას არ წარმოადგენს. ამასთან დაკავშირებით, წლების წინ პრობლემები იყო და ამას ებრძოდა სრულიად საქართველო. დღეს, ჩვენ გვაქვს განსხვავებული რეალობა, განსხვავებული მდგომარეობა. ყველა ადამიანს აქვს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, თუმცა მთავარია ეს ყველაფერი კანონის ფარგლებში იყოს.

საქართველოში პოლიტიკური პატიმრები იყვნენ,რა თქმა უნდა. ეს იყო 2012 წლამდე. დღეს, პოლიტიკური პატიმრები არ არსებობენ”, -განაცხადა კახა კალაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კახა კალაძე – ყველა პლატფორმა გამოყენებულია იმისათვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება
Next post საფრანგეთის ციხეში ქართველი პატიმარი გარდაცვლილი იპოვეს