კახა კალაძე: სამშენებლო ობიექტების ინსპექტირების შედეგად, სამ მათგანზე უსაფრთხოების წესების დარღვევა გამოვლინდა

Read Time:1 Minute, 18 Second

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თბილისის მუნიციპალური ინსპექცია მუდმივად ახორციელებს სამშენებლო ობიექტების ინსპექტირებას. ამის შესახებ მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

მისი თქმით, ამ ეტაპზე, სამი ობიექტი გამოვლინდა, სადაც სამშენებლო უსაფრთხოების წესებია დარღვეული და სამივე მათგანი 30 000 ლარით დაჯარიმდა.

„როგორც იცით, მუნიციპალური ინსპექცია მუდმივად ახორციელებს, მშენებარე ობიექტების მიერ სამშენებლო ნორმებისა და უსაფრთხოების წესების შესრულების მონიტორინგს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ამ გამოწვევაზე არაერთხელ გვისაუბრია. გვახსოვს 2017 წელს, როდესაც ხელისუფლებაში მოვედით, რამდენად მძიმე მდგომარეობა გვქონდა ამ მიმართულებით და როგორი თანმიმდევრული ნაბიჯები გადავდგით. მოხდა საკანონმდებლო ცვლილებები და გარკვეულ დარღვევებს, რომელიც შეთანხმებული პროექტიდან გადახვევით იქნება განხორციელებული, მოჰყვება შესაბამისი რეაგირება. მონიტორინგის შედეგად, გამოვავლინეთ სამი ობიექტი, სადაც დარღვეული იყო სამშენებლო უსაფრთხოების წესები. ერთი ობიექტი ისანში, ჭიჭინაძის ქუჩა N2ბ-ში მდებარეობს და მას უსაფრთხოების მიმართულებით აქვს დარღვევები. მეორე ობიექტიც ისნის რაიონშია, ახალუბნის ქუჩა N11-ში. მესამე კი, დიდ დიღომში, დოესის ქუჩა 22/5-ზე მიმდინარე მშენებლობაა. სამივე ობიექტზე შეჩერებულია სამშენებლო სამუშაოები, შეჩერების აქტი ჩაბარებულია და სამივე მათგანი 30 000 ლარით დაჯარიმდა“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა კიდევ ერთხელ მოუწოდა სამშენებლო ობიექტების პასუხისმგებელ პირებს, რომ მეტი პასუხისმგებლობით მიუდგნენ სამშენებლო პროცესებს.

„თქვენ იცით, ამას რამდენად დიდი ყურადღება ეთმობა იმისთვის, რომ იქ მომუშავე ადამიანების უსაფრთხოება იყოს პირველ რიგში დაცული. მათი ხელმძღვანელებიც პირდაპირ ვალდებული არიან, რომ სამშენებლო მოედნებზე უზრუნველყოფილი იყოს იქ მომუშავე ადამიანების უსაფრთხოება. სამშენებლო ობიექტებსა და მათ მფლობელებს, კონკრეტულ პასუხისმგებელ პირებს, ვისაც ევალება უსაფრთხოების ნორმების დაცვა, მოვუწოდებ, მეტი პასუხისმგებლობით მიუდგნენ სამშენებლო პროცესებს, რადგან საქმე ეხება უსაფრთხოებას, ადამიანის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას. ასევე, მინდა კიდევ ერთხელ მივმართო მუნიციპალურ ინსპექციას და ჩემს მოადგილეს, კახა გულედანს, რომ მაქსიმალური ყურადღება და ყოველდღიური მონიტორინგი გააგრძელონ, რათა მკაცრად გაკონტროლდეს უსაფრთხოების ნორმების შესრულება სამშენებლო ობიექტებზე“, – განაცხადა თბილისის მერმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ჯუანშერ ბურჭულაძე: ჩვენ კარგად გვაქვს გააზრებული საფრთხეები და ის ნაბიჯებიც, რაც შეიძლება კონკრეტულ მომენტში იყოს გადასადგმელი
Next post კახა კალაძე – სკვერებსა და პარკებში დაზიანდა განათების ბოძები, ხსნიან, იპარავენ დამცავ ხუფებს, მივმართავ ვანდალიზმის ჩამდენ პირებს, უმძიმესი დანაშაულია, რასაც აკეთებთ, საფრთხეს უქმნით მოქალაქეებს