კახა კალაძე სააკაშვილზე: კიდევ რამე სხვა სერვისი ხომ არ შევთავაზოთ? – მასაჟისტიც ჩამოვუყვანოთ

Read Time:42 Second

კიდევ რამე სხვა სერვისიც ხომ არ შევთავაზოთ?! – მასაჟისტიც ჩამოვუყვანოთ, გერმანიიდან რომ ჩამოჰყავდა ხოლმე, თმას რომ იჭრიდა ბიუჯეტიდან. იგივე გავაკეთოთ?! – ასე უპასუხა თბილისის მერმა, კახა კალაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში კითხვას მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, რომელიც ექსპრეზიდენტის საზღვარგარეთ მკურნალობის შესაძლებლობას ეხებოდა.

„კიდევ, რამე სხვა სერვისიც ხომ არ შევთავაზოთ?! – მასაჟისტიც ჩამოვუყვანოთ, გერმანიიდან რომ ჩამოჰყავდა ხოლმე, თმას რომ იჭრიდა ბიუჯეტიდან. იგივე გავაკეთოთ?! – ჩვენ ხომ სამართლებრივ სახელმწიფოში გვინდა ცხოვრება, ადამიანი, მერე რა რომ პოლიტიკოსია, მერე რა რომ მაღალი თანამდებობის პირი იყო, მერე რა რომ ქვეყნის პრეზიდენტი იყო, თუ ჩადიხარ დანაშაულს. ჩვენ რა დაგვავიწყდა ის, რაც ხდებოდა 2012 წლამდე? რა დამოკიდებულება იყო საზოგადოების მიმართ, როგორ უსწორდებოდნენ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს?! ეს დაავიწყდა საზოგადოებას, დაავიწყდა რა ხდებოდა საპატიმროებში?! დაავიწყდა საზოგადოებას ბიზნესის მიმართ რა მდგომარეობა იყო და როგორი მიდგომები ჰქონდათ, როგორ ატერორებდნენ, აუბედურებდნენ ოჯახებს, როგორ კლავდნენ ახალგაზრდებს ქუჩაში?! 26 მაისს გახსოვთ ხომ, მოკლული ადამიანები სახურავებზე რომ შემოყარეს?!“ – განაცხადა კახა კალაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ჯანმომ სამხრეთ აფრიკაში გამოვლენილ კორონავირუსის ახალ ვარიანტს „შემაშფოთებელი“ უწოდა
Next post კახა კალაძე: პატარა ოპოზიციური პარტიები „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეჭამა