კახა კალაძე: პატარა ოპოზიციური პარტიები „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეჭამა

Read Time:47 Second

ბოლო წლებში ისე ჩანდა, რომ პატარა ოპოზიციური პარტიები „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეჭამა და ყოველთვის ცდილობდა, რომ თავის დღის წესრიგში მოექცია, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, საზოგადოებამ დეტალურად იცის, რას წარმოადგენს „ნაციონალური მოძრაობა“.

„განსხვავებული აზრის მოსმენა ნორმალურია, მაგრამ რასაც ისინი ამ რადიკალური ფორმებით აკეთებენ, ეს პირველ რიგში მათ აზიანებს, მათი მარგინალიზაცია ხდება. დღეს რა ვითარებაშიც იმყოფება კონკრეტულად „ნაციონალური მოძრაობა“, ეს სხვა ოპოზიციური პარტიებისთვის არის კარგი. ყველა პარტიაზე არ ვისაუბრებ, რადგან ბევრი გაემიჯნა „ნაციონალურ მოძრაობას. ბოლო წლებში ისე ჩანდა, რომ ეს პატარა ოპოზიციური პარტიები „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეჭამა და ყოველთვის ცდილობდა, რომ თავის დღის წესრიგში მოექცია, თავისი ზეგავლენა მოეხდინა და ეს გამოსდიოდა კიდეც. ვფიქრობ, იქაც არსებობენ ადამიანები, ვინც სწორად ხედავს.

ეს ჩვეულებრივი ბლეფი იყო, არანაირი ჩრდილოვანი კაბინეტი, უბრალოდ საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა იყო, რომ თითქოს რაღაც კოალიციური მთავრობაა, როდესაც თბილისის საკრებულო გვქონდა მოგებული, „ქართულ ოცნებას“ დედაქალაქის საკრებულოში უმრავლესობა გვყავს და ყველა გადაწყვეტილებას ვიღებთ სხვა პარტიების დახმარების გარეშე. ეს იყო ჩვეულებრივი პოლიტიკური ბლეფი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კახა კალაძე სააკაშვილზე: კიდევ რამე სხვა სერვისი ხომ არ შევთავაზოთ? – მასაჟისტიც ჩამოვუყვანოთ
Next post ივანე ჩხაიძე: თუ „ომიკრონი“ უფრო გადამდებია, ვიდრე – „დელტა“, რის წარმოდგენაც რამდენიმე კვირის წინ შეუძლებელი იყო, უნდა ვაღიაროთ, რომ ქვეყანას კიდევ უფრო ძლიერი ტალღა დაემუქრება