კახა კალაძე: რატომ უნდა იყოს დაწესებული სანქციები? კი ბატონო, გააკეთონ – ამით უკან დაგვახევინებენ და ქვეყანას დავთმობთ, ვინმეს ასე წარმოუდგენია? გადავიტანთ როგორმე

Read Time:41 Second

“არ მაქვს ამის პრობლემა. როდესაც ქვეყნის ინტერესი დგას პირველ პლანზე, საკუთარი თავი ნაკლებად საინტერესოა. ჩემთვის მნიშვნელოვანია ეს ქვეყანა და მისი მომავალი. საქართველოს არასდროს იქნება ვინმეს კოლონია. ეს დამოკიდებულება ყველამ უნდა შეიცვალოს.” – აღნიშნული განცხადება დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიასთან მოსალოდნელ სანქციებთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

“რატომ უნდა იყოს დაწესებული სანქციები. რის გამო? უფრო ძლიერი სახელმწიფოა და უნდა დაგვჩაგრონ, როგორც კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით იქცეოდნენ? – კი ბატონო, გააკეთონ. ამით უკან დაგვახევინებენ და ქვეყანას დავთმობთ, ვინმეს ასე წარმოუდგენია? გადავიტანთ როგორმე.

გამოვიარეთ ისეთი რთული პერიოდი, როგორიც მაგალითად, პანდემია იყო, როდესაც ყველანაირი გადაადგილება შეზღუდული გვქონდა და ყველაფერს გავუძლებთ. როდესაც ქვეყანაზეა საუბარი, მეც, ჩემი ოჯახის წევრები, თანამდებობის პირები გავუძლებთ ყველაფერს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ამ ქვეყნის განვითარება, მშვიდობის შენარჩუნება და არავის მიეცემა იმის შესაძლებლობა, რომ ჩვენს ქვეყანაში მოხდეს ის პროცესები, რაც, ჩვენდა სამწუხაროდ, უკრაინაში ხდება. ქვეყანაში შენარჩუნებული იქნება მშვიდობა და მოხდება განვითარება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post რომან გოცირიძე “ოცნების” დეპუტატებს: ნუ ხართ იმ თაგვივით, რომელსაც ყველაზე დიდი ცხოველი კატა ჰგონია – ყური დაუგდეთ გულის ხმას, ხშირ შემთხვევაში, ის გონებაზე მეტს გიკარნახებთ
Next post კახა კალაძე: აშშ-ის მიერ მოსალოდნელი სანქციების მიუხედავად, ვეტოს აუცილებლად დავძლევთ