კახა კალაძე – ოპოზიციაში დაპირისპირება და შეუთანხმებლობაა

Read Time:31 Second

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იქნება ოპოზიციის მხრიდან წარმომადგენელი ისნის რაიონში.

კალაძის თქმით, „ქართული ოცნების“ კანდიდატი კახა კახიშვილი უალტერნატივოა.

„ჩვენ გვყავს ღირსეული კანდიდატი კახი კახიშვილის სახით და ის უალტერნატივოა. ადამიანი, რომელსაც აქვს ძალიან დიდი ნდობა და მხარდაჭერა ისნის მოსახლეობის მხრიდან. აქვს ყველანაირი რესურსი იმისა, რომ არჩევნები დაამთავროს პირველივე ტურში“, – განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება ისანში „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ხატია დეკანოიძის კანდიდატურის წარდგენას, კალაძე მიიჩნევს, რომ ოპოზიციაში დაპირისპირება და შეუთანხმებლობაა.

„ცხადია, ოპოზიციაში არის დაპირისპირება და შეუთანხმებლობა, თუმცა ჩვენი დღის წესრიგი გვაქვს. მმართველი პარტია ვართ, ჩვენი საარჩევნო კამპანია გვაქვს და არ ვაპირებ ოპოზიციური პარტიების უთანხმოებაში და გადაწყვეტილებების ვერ მიღებაში ჩარევას“, – განაცხადა კალაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post პირველი არხის თანამშრომელს მარიამ ჭელიძეს სასწრაფო ოპერაციისთვის დახმარება სჭირდება
Next post მაია ბითაძე – ავტოპარკის განახლების შემდეგ, ავტობუსებს ერთდროულად 84 000 მგზავრის გადაყვანა შეეძლებათ