კახა კალაძე ოპოზიციას: გადატრიალება, დამხობა და რევოლუცია არ გამოვა, დაივიწყეთ, განწირული იქნებით ყოველთვის მარცხისთვის

Read Time:30 Second

პოლიტიკაში რატომ შემოდის ადამიანი? ყალიბდება რაღაც ჯგუფი, ყალიბდება პარტია და სურვილი აქვთ ამ ადამიანებს, რომ მონაწილეობა მიიღონ ქვეყნის განვითარებაში, რაღაც უკეთესობისკენ შეცვალონ, ჩაერთონ პოლემიკასა და დებატებში, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

„მაშინ, როდესაც საზოგადოების მხარდაჭერით მათ მიეცათ ამის შესაძლებლობა, რომ წარმოდგენილნი იყვნენ პარლამენტში და გამოიყენონ ტრიბუნა, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესოა იმისთვის, რომ შენი მოსაზრებები დააფიქსირო, შეხვიდე პოლემიკაში, მონაწილეობა მიიღო კანონპროექტების მიღებაში. სხვას რას ელოდებიან? გადატრიალება, დამხობა და რევოლუცია არ გამოვა. დაივიწყეთ, განწირული იქნებით ყოველთვის მარცხისთვის. ამ ქვეყანას სჭირდება სიმშვიდე, სტაბილურობა, აღმშენებლობა და ამ ყველაფერში ჩართულობის სურვილი თუ გაქვთ, მობრძანდით, არ იქნება არანაირი პრობლემა“, – აღნიშნა კალაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ლევან იოსელიანი: პროტესტის ნიშნად საპარლამენტო მანდატებს ტოვებენ ადამიანები, მაშინ როდესაც საკრებულოებში იკავებენ ადგილებს
Next post მერაბ ქვარაია-დღეს ისინი სხვაზე მეტად თავგანწირვით ირჯებიან, რომ როგორმე დაიბრუნონ ფუნქცია, ყველაფრისთვის მზად არიან, ოღონდაც კი “ამაღლდნენ” დაკარგულ “დიდებულებამდე