კახა კალაძე: ნიკა მელიას ჩვენთვის არჩევნებში გამარჯვების მოლოცვა მოუწევს

Read Time:51 Second

ნიკა მელიას მოლოცვა მოუწევს, მაგრამ დარწმუნებული ვარ ამას არ გააკეთებს, რადგან ამისთვის ძალა არ აქვს, – ამის შესახებ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ სოციალურ ქსელში ვიდეოჩართვისას განაცხადა.

მან დიდუბის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან, გივი ჩხარტიშვილთან ერთად, მოსახლეობის კითხვებს უპასუხა. ერთ-ერთი მოქალაქის შეკითხვა შეეხებოდა ნიკა მელიას განცხადებას, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის საერთო კანდიდატი გაიმარჯვებს და ქვეყანაში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება.

„უმნიშვნელოვანესი არჩევნებია ორ ოქტომბერს. ხალხი კარგად ხედავს იმ პოლიტიკურ გუნდს, კანდიდატს, ვისაც ქალაქის განვითარებასთან დაკავშირებით რეალური ხედვა აქვს. დარწმუნებული ვარ, თბილისელების მხრიდან დიდი მხარდაჭერა გვექნება. პირველივე ტურში გავიმარჯვებთ, ნიკა მელიას მოლოცვა მოუწევს, მაგრამ არ გააკეთებს ამას, ამისთვის ძალა არ აქვს. მთავარია თბილისის გამარჯვება და ის, რომ ჩვენ შევძლოთ ამბიციური გეგმების განხორციელება. ეს არ არის ლამაზად ნათქვამი სიტყვები, ჩვენ რეალურად ვიცით, როგორ დავუპირისპირდეთ პრობლემებს, ვაკეთოთ საქმე. ამის თქმის უფლებას განვლილი ოთხი წელი მაძლევს. ბატონ მელიას მარცხთან შეგუება მოუწევს, დარწმუნებული ვარ, მან ეს უკვე იცის. რაც შეეხება საპარლამენტო არჩევნებს, ის ჩატარდება 2024 წელს, როგორც კონსტიტუციითაა განსაზღვრული. მანამდე, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, არანაირი არჩევნები საქართველოში არ იქნება“, – განაცხადა კალაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი ღარიბაშვილი შვილებზე: ოჯახში ნინოც პირველობისთვის იბრძვის
Next post ირაკლი ღარიბაშვილი: თუ რამე კეთდებოდა ქვეყანაში სააკაშვილის მმართველობის პირველ წლებში, ყველაფერს აფინანსებდა ბატონი ბიძინა ივანიშვილის ფონდი