ირაკლი ღარიბაშვილი: თუ რამე კეთდებოდა ქვეყანაში სააკაშვილის მმართველობის პირველ წლებში, ყველაფერს აფინანსებდა ბატონი ბიძინა ივანიშვილის ფონდი

Read Time:43 Second

ირაკლი ღარიბაშვილმა ბიძინა ივანიშვილთან პირველი შეხვედრა გაიხსენა. პრემიერმა ამ თემაზე გადაცემაში „ნოესთან“ ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი „ქართუ“ ჯგუფში მუშაობისას, 2005 წელს გაიცნო. მან ასევე გაიხსენა, რომ იმ პერიოდში ქვეყანაში განხორციელებულ პროექტებს სწორედ ფონდი „ქართუ“ აფინანსებდა, თუმცა ამის შესახებ ინფორმაცია ფართოდ არ იყო ცნობილი.

„ძალიან მალე დავინიშნე „ქართუ“ ფონდის პრეზიდენტად, რომელიც ხარჯავდა150-200 მილიონ დოლარს წელიწადში. შეგახსენებთ, 3 მილიარდი დოლარი აქვს დახარჯული ბატონ ბიძინას ჩვენს ქვეყანაში. მაშინ, რა თქმა უნდა, სხვა ენთუზიაზმი იყო „ქართუ“ ჯგუფში, იმიტომ რომ თუ რამე კეთდებოდა ქვეყანაში სააკაშვილის მმართველობის პირველ წლებში – ჯარის რეფორმები, მშენებლობა ყაზარმების, შესყიდვები, სკოლების რემონტები, თეატრები, მუზეუმები – ვიცოდით, რომ ეს ყველაფერი ამ ფონდიდან ფინანსდებოდა. მათ შორის მინისტრების ხელფასები, საჯარო მოხელეების დანამატები – ყველაფერს იხდიდა ბატონი ბიძინა ივანიშვილის ფონდი. თუმცა ეს არ ჩანდა. შეგნებულად. ეს იყო მისი {ივანიშვილის} გააზრებული გადაწყვეტილება: „პოლიტიკა არ მაინტერესებს, ჩამოვედი, ვცხოვრობ საქართველოში და ვეხმარები ქვეყანას“. აი ეს იყო მისი კრედო, მთავარი ამოცანა“, – იხსენებს პრემიერი.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კახა კალაძე: ნიკა მელიას ჩვენთვის არჩევნებში გამარჯვების მოლოცვა მოუწევს
Next post გრიგოლ ლილუაშვილი: ეკლესიასთან ბრძოლა ჯერ არავის მოუგია მსოფლიოში, ვერ მოიგებენ ვერც საქართველოში