კახა კალაძე: თუ ადამიანს არ აქვს დარღვეული ოკუპაციის შესახებ კანონი, მას აქვს სრული უფლება შემოვიდეს ქვეყანაში

Read Time:25 Second

კახა კალაძის განცხადებით, თუ ადამიანს არ აქვს დარღვეული კანონი ოკუპაციის შესახებ, მას საქართველოში შემოსვლის სრული უფლება აქვს. ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა ჟურნალისტების კითხვას იმის შესახებ თუ რატომ არ ხდება საზღვარზე ევროკავშირის მიერ დაწესებული პერსონალური სანქციების გათვალისწინება.

„თუ ადამიანს არ აქვს დარღვეული ოკუპაციის შესახებ კანონი, მას აქვს სრული უფლება, შემოვიდეს ქვეყანაში. ჩვენ აბსოლუტურად ღიად, ყოველგვარი დამალვისა და მიკიბ-მოკიბვის გარეშე გავაკეთეთ განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ არ ვუერთდებით სანქციებს. ეს გადაწყვეტილება მიღებული და გაკეთებულია ისევ და ისევ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე“, – განაცხადა კალაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post თამარ ჩარკვიანი: ფაქტია, საკიდზე მსხვილი აქცია დაიკიდება – კონსულტაცია მიმდინარეობს და სერიოზულად ვემზადებით
Next post რატი იონათამიშვილი ოპოზიციაზე: ისინი დიდ აქციებზე ოცნებობენ, მაგრამ ამის უნარი არ გააჩნიათ