თამარ ჩარკვიანი: ფაქტია, საკიდზე მსხვილი აქცია დაიკიდება – კონსულტაცია მიმდინარეობს და სერიოზულად ვემზადებით
ფაქტია, საკიდზე მსხვილი აქცია დაიკიდება – კონსულტაცია მიმდინარეობს და სერიოზულად ვემზადებით – ამის შესახებ პარტიის „კანონი და სამართალი“ ლიდერმა, თამარ ჩარკვიანმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.
„მიმართულება ხელისუფლებაზე უნდა იყოს. ისინი ვინმეს კიდევ ჩამოიყვანენ. ბატონებო, ტურისტები კი არ იყვნენ ჩამოსულები, ჩამოსული იყო ლავროვი, ოჯახით. ეს არის აქ მთელი ამბავი. პრაქტიკულად პუტინი იყო ჩამოსული და ამიტომ შეშფოთდა საზოგადოება. ქსენოფობიაზე სისულელეა ლაპარაკი. როდესაც ასეთი მწირი განათლება გაქვს, ქართულ ლიტერატურას უნდა გადახედოს. სხვათა შორის, ყაზბეგი არავისზე ნაკლები მწერალი არ არის. ყაზბეგს ვაჟა-ფშაველას კორიფეებთან ვაყენებ და ვურჩევდი [ირაკლი კობახიძეს] ყაზბეგსაც გადახედოს და ვაჟასაც კარგად გადახედოს. ადამიანის უფლებები შეუძლია ისწავლოს ყაზბეგთანაც და ვაჟასთანაც. ნიცშეზე არანაკლები ფილოსოფოსი გვყავს ვაჟა-ფშაველას სახით. თუ კარგად წაიკითხავს „კაი ყმას“, მაშინ ეს მისთვის აღმოჩნდება გზამკვლელი, მაგრამ ეტყობა უკვე დაგვიანებულია.
საკიდზე მსხვილი აქცია, რომ დაიკიდება ეს ფაქტია. რა ფორმა მოჰყვება, უკვე მეორე დღე გვაჩვენებს. კონსულტაცია მიმდინარეობს და სერიოზულად ვემზადებით.
არაფერი დარჩა. არ დარჩა სასამართლო ინსტიტუცია… კატასტროფული მდგომარეობა გვაქვს. საქართველო რუსეთის იმპერიისთვის ხელმისაწვდომი ბოსტანი იყო. კარგი სამზარეულო და სიმღერები გაქვს… ისევ ბოსტნად უნდათ. ეს არის უბედურება“, – განაცხადა ჩარკვიანმა.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
გიორგი ვოლსკი: 2012 წლიდან მოყოლებული, ერთი მაგალითი დაგვისახელონ, როდესაც საქართველომ რუსეთის ინტერესებით იხელმძღვანელა. მე ათს დაგისახელებთ, თუ მეტს არა, როდესაც 2012 წლამდე ხელისუფლებამ რუსეთის ინტერესები გაატარა
ათს [მაგალითს ]დაგისახელებთ, თუ მეტს არა, როდესაც 2012 წლამდე ხელისუფლებამ არათუ რუსეთის ინტერესები გაატარა, რასაც დღეს ვხედავთ, რაც საქართველოს პრობლემაა,...
გიორგი გაბუნია: გუშინ მოვისმინე ერთ-ერთი ევროპელი პოლიტიკოსის განცხადება, რომ ევროკავშირში გაწევრიანება დაკავშირებულია მსაჯობის პრინციპთანო. ეს მომხვდა ყურში. ჩვენ არ გვჭირდება მსაჯები, საქართველოს სჭირდება მეგობრები, პარტნიორები
გუშინ მოვისმინე ერთ-ერთი ევროპელი პოლიტიკოსის განცხადება, რომ ევროკავშირში გაწევრიანება დაკავშირებულია მსაჯობის პრინციპთანო. ეს მომხვდა ყურში. ჩვენ არ გვჭირდება მსაჯები, საქართველოს...
გიორგი ვოლსკი აქციებზე: თუ ვკითხულობთ, ვინ აფინანსებს ამ ღონისძიებებს, ნანუკა ჟორჟოლიანი რომ არ კრებს ფულს, ხომ გასაგებია?!
ვინ აფინანსებს ამ ღონისძიებებს [აქციებს], ნანუკა ჟორჟოლიანი რომ არ კრებს ფულს, ხომ გასაგებია?!, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი...
რეჯეფ თაიფ ერდოღანი: ჩვენი შეხვედრის დროს, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან მქონდა საუბარი რეგიონულ და გლობალურ საკითხებზე
ჩვენი შეხვედრის დროს, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან მქონდა საუბარი რეგიონულ და გლობალურ საკითხებზე, - ამის შესახებ თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა...
ირაკლი კობახიძე: ოპოზიციის ფრონტის მთავარი მიზანი იქნება სწორედ ფრონტის გახსნა, თუ სალომე ზურაბიშვილს კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“ გამოაცხადებენ ლიდერად, ეს იქნება კარგი ჩვენი საარჩევნო შედეგებისთვის
კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ორ წელიწადზე მეტია იბრძვის, რომ რამენაირად არიონ ქვეყანა, ქვეყანაში გამოიწვიონ მეორე ფრონტი და ეს ფრონტი დააანონსა რეალურად სალომე...
ირაკლი კობახიძე ოთხი საგარეო საქმეთა მინისტრის საპროტესტო აქციაში მონაწილეობაზე: ეს აისახება არა მხოლოდ შესაბამისი ქვეყნების იმიჯზე უარყოფითად, არამედ ეს მთლიანობაში აისახება ევროკავშირის იმიჯზეც
პრემიერ-მინისტრის შეფასებით, საპროტესტო აქციებში ოთხი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის მონაწილეობა არასერიოზულია. როგორც მთავრობის მეთაურმა ჟურნალისტებს თურქეთში განუცხადა, ეს უარყოფითად აისახება...