კახა კალაძე: თბილისის თითოეულმა მოქალაქემ უნდა იგრძნოს, ერთი მხრივ, ჩართულობა პროცესში, მეორე მხრივ, ზრუნვა მასზე

Read Time:35 Second

კახა კალაძის განცხადებით, მისი, როგორც თბილისის მერის სამომავლო გეგმები თითოეულ რაიონში მოქალაქეთა ჩართულობის გააქტიურებასა და მათზე მუნიციპალიტეტის ზრუნვის ზრდას უკავშირდება.

ამის შესახებ მან პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მიერ თბილისის მერობის კანდიდატის წარდგენის ღონისძიებაზე ისაუბრა.

„თბილისის თითოეულმა მოქალაქემ უნდა იგრძნოს, ერთი მხრივ, ჩართულობა პროცესში, მეორე მხრივ, ზრუნვა მასზე, ყოველდღიური და თვალსაჩინო. ჩვენ შევიტანთ სიცოცხლეს ყველა რაიონში, გავშლით მთლიან ფრონტის ხაზს თბილისელების კეთილდღეობისთვის.

მაშინ, როცა განახლება უკვე დაწყებულია, ამჯერად ჩვენი ყოველდღიური მუშაობის შედეგი ბევრად უფრო მოცულობითი, ბევრად უფრო ხელშესახები გახდება თითოეული თბილისელისთვის. ამიტომ, ჩვენი ამოცანაა, ყველა ის სიკეთე, რომელიც ამ წლების მანძილზე შეიქმნა ქალაქის მასშტაბით, მივიტანოთ თითოეულ უბანში, თითოეულ მოქალაქესთან და თბილისის ყველა უბანი გავხადოთ კიდევ უფრო მწვანე, კიდევ უფრო ლამაზი და სიცოცხლით სავსე“, – განაცხადა კახა კალაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კახა კალაძე: თვითკმაყოფილი ნამდვილად ვერასოდეს ვიქნები, სანამ სოციალური ფონი არსებითად არ გაუმჯობესდება და სანამ თუნდაც ერთ ადამიანს დასჭირდება ჩვენი დახმარება
Next post კახა კალაძე – ჩემი წარმატების უკან ყოველთვის იდგა ძლიერი გუნდი