კახა კალაძე: ვაკის პარკში სასტუმრო „ბუდაპეშტი“ არ აშენდება  

Read Time:36 Second

 

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თქვა, რომ ვაკის პარკში სასტუმრო „ბუდაპეშტი“ არ აშენდება. ამის შესახება კალაძემ ბრიფინგზე ილაპარაკა, რომელიც სასტუმრო „ბუდაპეშტის“ მფლობელთან შეხვედრის შემდეგ გამართა.

“ვაკის პარკმა გაიმარჯვა და მინდა, მოგილოცოთ, მინდა, მივულოცო თბილისს და თბილისელებს, მოვახერხეთ შეთანხმების მიღწევა ინვესტორთან, ამ კონკრეტულ ადგილზე ვაკის პარკში არაფერი აშენდება. მადლობა ყველა იმ ადამიანს, იმ აქტივისტს, ვინც პირველი დღეებიდან ჩართული იყო და იცავდა ამ კონკრეტულ მწვანე სივრცეს. მადლობა იმ რიგით თბილისელებს, ვისაც გული შესტკიოდა ამ მწვანე სივრცეზე, გვიცხადებდა მხარდაჭერას და თანადგომას. მადლობა ინვესტორს, რომელმაც გადმოდგა შემხვედრი ნაბიჯები და მივაღწიეთ შეთანხმებას”, – განაცხადა კახა კალაძემ.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ინვესტორისთვის კომპენსაციის გადახდაზე საუბარი არ არის. ლაპარაკია ადგილმონაცვლეობაზე ან მერიის მიერ მიწის გამოსყიდვაზე.

მანამდე უზენაესმა სასამართლომ ვაკის პარკში სასტუმრო “ბუდაპეშტის” მშენებლობის აკრძალვაზე “მწავნე ალტერნატივას სარჩელი არ მიიღო.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მამუკა მდინარაძე-აბა რას გვეკითხება ამოცანა?..
Next post ეკა ბესელია – საჭიროა კომპრომისი ვეძებოთ და კონფლიქტი არ გავაღრმაოთ, თუმცა მე პოზიციას არ შევიცვლი