კახა კალაძე ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიაზე: ჩემთვის, როგორც ქალაქის მერისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია გავიგო და მქონდეს პასუხი, რა მოხდა ამ კონკრეტულ შემთხვევაში

Read Time:33 Second

ჩემთვის, როგორც ქალაქის მერისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია გავიგო და მქონდეს პასუხი, რა მოხდა ამ კონკრეტულ შემთხვევაში, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ „იმედი LIVE“-ში ვაკის პარკში მოხდარ ტრაგედიაზე საუბრისას განაცხადა.

„გულწრფელად ვიტყვი, 2017 წლიდან დედაქალაქის მერი ვარ, ჩემი, ჩემი თანაგუნდელების ერთ-ერთი მთავარი და უმნიშვნელოვანესი მოთხოვნა კომპანიების მიმართ ყოველთვის არის უსაფრთხოება. ამას ყოველთვის განსაკუთრებული ყურადღება ექცევა, ყოველთვის არის მოთხოვნები, რომ სამუშაოების დროს მაქსიმალურად დაიცვან უსაფრთხოება. თუ დააკავირდებით, 2017 წლიდან დღემდე, უბრალო მუშასაც კი არ ჩამოვარდნია თმა, ისე განხორციელდა სამუშაოები და ასობით, ათასობით პროექტია განხორციელებული სხვადასხვა მიმართულებით. შესაბამისად, პირადად ჩემთვის, როგორც ქალაქის მერისთვის, ადამიანურად, როგორც კაცისთვის, 4 შვილის მამისთვის, ეს არის უმძიმესი ფაქტი, რაზეც მჭირდება პასუხები, თუ რა მოხდა“, – განაცხადა კალაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ქუთაისში მერის მოადგილის თანამდებობა ვაკანტური გახდა
Next post სოზარ სუბარი: კეზერაშვილს ამბიცია აქვს, ეს ქვეყანა მართოს და იმ ფულის ლეგალიზება მოახდინოს, რომელიც მოიპარა