კახა კალაძე – დედაქალაქში ერთ-ერთი საუკეთესო ნაძვის ხე და განათება გვაქვს, რამდენიც უნდა ეცადოთ გაბოროტებულმა ოპოზიციამ, თბილისი მაინც საუკეთესოდ მორთულია

Read Time:37 Second

თბილისის მერი კახა კალაძე ოპოზიციის კრიტიკის საპასუხოდ აცხადებს, რომ თბილისში ერთ-ერთი საუკეთესო ნაძვის ხე დადგეს და დედაქალაქი ლამაზადაა მორთული.

კალაძის თქმით, ოპოზიციისგან ყველაფერი მოსალოდნელია, თუმცა მათი მხრიდან ახალი წლის პოლიტიზება მაინც გაუკვირდა.

„სამწუხაროდ, ოპოზიცია ისეთ ფსკერზეა, მათგან ყველაფერი იყო მოსალოდნელი, თუმცა ნამდვილად არ მეგონა, თუ ახალი წელიც პოლიტიზირებული იქნებოდა მათი მხრიდან, ჩემი მოწოდებების მიუხედავად, რომ პოლიტიკა ცოტა ხნით გვერდით გადაედოთ და გაერთონ, დატკბნენ გალამაზებული ქალაქით, როგორც არის საახალწლოდ მოწყობილი.

მე ვიტყოდი, რომ შეიძლება, ევროპაში საუკეთესო განათება იყოს დღეს დედაქალაქში თავისი სილამაზით. ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი ჩემთვის არის, რომ დედაქალაქის მოსახლეობაა კმაყოფილი ჩვენი საახალწლო განათებებით. მინდა, ყველა მოვიწვიო. დედაქალაქში ერთ-ერთი საუკეთესო ნაძვის ხე და საუკეთესო განათება გვაქვს. რამდენადაც უნდა ეცადოთ გაბოროტებულმა ოპოზიციამ, თბილისი არის ერთ-ერთი საუკეთესოდ მორთული ქალაქი“ ,- განაცხადა კახა კალაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post თბილისის საკრებულო დედაქალაქის 2020 წლის ბიუჯეტს დღეს დაამტკიცებს
Next post ??ვაჟა გაფრინდაშვილი თავისუფალია