კახა კალაძე: გილოცავთ მაცხოვრის შობის უდიდეს დღესასწაულს, ეს დღე გვაძლევს ძალას, მეტი სიყვარულით, ერთმანეთის მხარდაჭერით გადავლახოთ ყველა სირთულე

Read Time:24 Second

დედაქალაქის მერი კახა კალაძე სიონის საკათედრო ტაძარში საშობაო ლიტურგიას დაესწრო.

კახა კალაძემ მართლმადიდებელ ქრისტიანებს, ვინც დღეს შობას აღნიშნავს, დღესასწაული მიულოცა.

„გილოცავთ მაცხოვრის შობის უდიდეს დღესასწაულს – სიკეთის, სიყვარულის, უკეთესი მომავლის რწმენის დღეს. უფალი იშვა კაცობრიობის მხსნელად და იმედად. ეს დღე გვაძლევს ძალას, მეტი სიყვარულით, მეტი თანადგომით, ერთმანეთის მხარდაჭერით გადავლახოთ ყველა სირთულე და გამოწვევა. მინდა, მშვიდობა ვუსურვო ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს და მთელ მსოფლიოს. კეთილდღეობა, დღეგრძელობა არ მოკლებოდეს ამ ქვეყანაში მცხოვრებ არცერთ ადამიანს. გილოცავთ დღევანდელ დღეს და ყოველივე საუკეთესოს გისურვებთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი ღარიბაშვილი: ქრისტეშობის ბრწყინვალე დღესასწაულს გილოცავთ, ჩემო ძვირფასო თანამემამულენო
Next post იუსტიციის მინისტრმა სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებს შობის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა