კახა კალაძე: გარემოს დაცვის პოლიტიკის მიმართულებით უკეთესი ნაბიჯები გადაიდგა და მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწიეთ

Read Time:44 Second

მიხარია, როდესაც ვხედავთ ამდენ ახალ და აღდგენილ მწვანე სივრცეს, ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტს, თანამედროვე რეკრეაციულ ზონებს და პარკებს, სადაც დედაქალაქის მკვიდრნი და სტუმრები სიამოვნებით ატარებენ დროს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის გარემოს დაცვის პოლიტიკის წარდგენისას განაცხადა.

„როდესაც 2017 წელს არჩევნებისთვის დავიწყე მზადება, ერთ დიდ პრობლემას შევეჩეხე – თბილისის ეკოლოგიურ მდგომარეობას. საკითხის შესწავლისას ცხადი გახდა მარტივი ჭეშმარიტება – თუ არ გამოვასწორებდი მდგომარეობას დღეს, ხვალ უკვე ისე გვიანი ხდებოდა, რომ ნებისმიერი რეფორმა, ქალაქის სასიკეთოდ გადადგმული ნებისმიერი ნაბიჯი, წყალში ჩაიყრებოდა.

არჩევნებამდე მკაფიოდ განვსაზღვრეთ ის მიზნები, რომლებიც აღნიშნული მიმართულებით უნდა განგვეხორციელებინა, რადგან შეუძლებელია სიცოცხლით სავსე ქალაქის შენება თუკი გარემოს დაცვის, ეკოლოგიის მიმართულებით უმაღლესი სტანდარტები დაცული არ იქნება.

ჩვენ გვსურდა, რომ ძირეულად შეგვეცვალა დედაქალაქში ამ კუთხით არსებული პრობლემები, რაც კომპლექსური ნაბიჯების გადადგმასა და მასშტაბური რეფორმების განხორციელებას მოითხოვდა. დღეს სიამაყით შემიძლია განვაცხადო, რომ 2017 წელთან შედარებით, რაც იყო წლების წინ, გარემოს დაცვის პოლიტიკის მიმართულებით უკეთესი ნაბიჯები გადაიდგა და მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწიეთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებულ ამნისტიის შესახებ კანონპროექტს პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით სავარაუდოდ დღეს განიხილავენ
Next post ისრაელის ახალი პრეზიდენტი