ისრაელის ახალი პრეზიდენტი

Read Time:1 Minute, 27 Second

9 ივნისს ისრაელის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია გაიმართება.
ქვეყნის 11-ე პრეზიდენტად პარლამენტმა იცხაკ ჰერცოგი აირჩიეს
ისრაელის პრეზიდენტს პარლამენტის (ქნესეთის) 120 წევრი ფარული
კენჭისყრით ირჩევს. ჰერცოგის მოწინააღმდეგე ცნობილი საზოგადო
მოღვაწე მირიამ პერეცი გახლდათ. 2 ივნისის კენჭისყრის შედეგად
იცხაკ ჰერცოგს მხარი 87 დეპუტატმა, ხოლო მირიამ პერეცს მხოლოდ
27 დაუჭირა. 6 პარლამენტის წევრმა თავი შეიკავა.
არჩევნების შემდეგ პრემიერმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ გამარჯვება
მიულოცა იცხაკ ჰერცოგს, ხოლო მირიამ პერეც მადლობა გადაუხადა
არჩევნებში მონაწილეობის გამო.
„უდიდესი პასუხისმგებლობით ვეკიდები ჩემს მიმართ პარლამენტის
წევრების ნდობას, მადლობა მათ ამ უდიდესი ნდობისათვისა და
ვითავისებ პასუხისმგებლობას, რომელიც პარლამენტის წევრებმა
დამაკისრეს, ვიყო ქვეყნის პრეზიდენტი და ვემსახურო ისრაელის
მოქალაქეებს ამჯერად ამ მეტად საპასუხისმგებლო თანამდებობაზე.
პირობას ვდებ ყველა მოქალაქის პრეზიდენტი ვიყო“- თქვა
ახალარჩეულმა პრეზიდენტმა.
7 ივნისს ჯერ კიდევ მოქმედი პრეზიდენტი როუვენ რივლინი არჩეულ
პრეზიდენტს, იცხაკ ჰერცოგს იერსალიმის რეზიდენციაში „ბეით ჰა-
ნასიში“ შეხვდა.
„ბატონო პრეზიდენტო, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სახლში. არც
ისე ბევრია ადამიანი, რომელის რეზიდენციას საკუთარ სახლად
მოიხსენიებს“. ასე მიმართა როუვენ რივლინმა იცხაკ ჰერცოგს.
პასუხად კი ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მას კარგად
ესმის პასუხისმგებლობა, რომელიც მას, როგორც ქვეყნის პრეზიდენტს
დააკისრეს ხალხის რჩეულებმა. იცხაკ ჰერცოგი (1960) – ისრაელის მე-6

პრეზიდენტის ჰაიმ ჰერცოგის შვილი, და აშკენაზთა რაბინის იცხაკ
ჰალევის შვილიშვილია. ის სახელმწიფო რელიგიურ სკოლაში
სწავლობდა, შემდეგ მანჰეტენზე ებრაულ სკოლაში (ამ დროს მისი მამა
ისრაელის წარმომადგენელი იყო გაეროში). სამხედრო დაზვერვაში
მსახურის შემდეგ პირველი აკადემიური ხარისხი იურისპუდენციაში
მიიღო თელ-ავივისა და ნიუ-იორკის კორნელის სახელობის
უნივერსიტეტებში. 2003 წლამდე მუშაობდა ადვოკატათ. 1999-2001
წლებში პრემიერი ეჰუდ ბარაკის დროს მთავრობის მდივანი გახლდათ.
პარლამეტში არჩევის შემდეგ პარტია „ავოდადან“ იკავებდა
მშენებლობის, ტურიზმისა და სოციალური დახმარებების მინისტრის
პოსტს. 2013 წელს პარტიის თავმჯდომარედ აირჩიეს და
საპარლამენტო ოპოზიციის ლიდერი გახდა. 2018 წელს ებრაული
სააგენტოს „სოხნუდის“ თავმჯდომარედ აირჩიეს. 2021 წლის 2 ივნისს
იცხაკ ჰერცოგი ისრაელის მე-11 პრეზიდენტად აირჩიეს.
ფოტოზე: ბენიამინ ნეთანიაჰუ ულოცავს იცხაკ ჰერცოგს არჩევნებში
გამარჯვებას. (ნათან ზაჰის ფოტო)
ორი პრეზიდენტი იერუსალიმის რეზიდენციაში. (მარკ ნაიმანის
ფოტო)

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კახა კალაძე: გარემოს დაცვის პოლიტიკის მიმართულებით უკეთესი ნაბიჯები გადაიდგა და მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწიეთ
Next post კახა კალაძე: სრული პასუხისმგებლობით შემიძლია განვაცხადო – დღეს დედაქალაქში არ გაიცემა არცერთი ნებართვა მშენებლობაზე, თუკი გარემოს დაცვითი სტანდარტები უმაღლეს დონეზე არ არის დაცული