კახა კალაძე: ბევრჯერ მითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ – მეგობრობა, პარტნიორობა უნდა იყოს ორმხრივი

Read Time:44 Second

დედაქალაქის მერი კახა კალაძე უკრაინას და უკრაინელ ხალხს მშვიდობას უსურვებს და აცხადებს, რომ ორივე ქვეყნისთვის ტერიტორიული მთლიანობა მნიშვნელოვანი საკითხია.

როგორც მან შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განმარტა, ის უბედურება, რაც უკრაინაში ხდება, საქართველოსაც გავლილი აქვს.

„ძალიან ბევრჯერ მითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ უკრაინას, უკრაინელ ხალხს მინდა ვუსურვო მშვიდობა. ძალიან დიდი უბედურებაა ის, რაც უკრაინაში ხდება. სამწუხაროდ, ჩვენ გამოვლილი და გამოცდილი გვაქვს საკუთარ თავზე, საკუთარ ქვეყანაზე ეს უბედურება და ვიცით, თუ რას ნიშნავს ეს ყველაფერი. როგორც ჩვენთვის, ასევე უკრაინისთვის, სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა ძალიან მნიშვნელოვანია“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

რაც შეეხება ქვეყნებს შორის ურთიერთობებს, თბილისის მერმა განაცხადა, რომ მეგობრობა და პარტნიორობა ორმხრივი უნდა იყოს.

„ბევრჯერ მითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ: მეგობრობა, პარტნიორობა ვერ იქნება ცალმხრივი. ეს უნდა იყოს ორმხრივი. გულდასაწყვეტია, რომ გაუგებარი მიზეზებით, თუნდაც ავიღოთ ელჩის გაწვევა, არანაირი ახსნა-განმარტება არ მოჰყოლია, თუ რასთან იყო ეს ყველაფერი დაკავშირებული. კიდევ ერთხელ მინდა მშვიდობა ვუსურვო უკრაინას და უკრაინელ ხალხს“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი ჩიქოვანმა მთავრობის წევრების მიერ გამართული საერთაშორისო ვიზიტების მნიშვნელობა შეაფასა
Next post ირაკლი კობახიძე: ხაბეიშვილი უკვე ხვდება, რომ ფორმალური თავმჯდომარეა და იბრძოლებს იმისთვის, რომ მეტი ავტონომია ჰქონდეს კეზერაშვილისგან, რომელიც მისი დამფინანსებელი და უფროსია, რისი რესურსი აქვს ხაბეიშვილს, ეს ცალკე საკითხია