ირაკლი ჩიქოვანმა მთავრობის წევრების მიერ გამართული საერთაშორისო ვიზიტების მნიშვნელობა შეაფასა

Read Time:1 Minute, 8 Second

პარლამენტის წევრმა, ირაკლი ჩიქოვანმა საქართველოს მთავრობის წევრების საერთაშორისო აქტივობებსა და ვიზიტების მნიშვნელობაზე ისაუბრა და პოლიტიკური ოპონენტების იმ განცხადებებს უპასუხა, რომელთა თქმით „საქართველოს საკითხი დღის წესრიგში და საერთაშორისო ყურადღების ცენტრში არ დგას“.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები ჰქონდა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, სადაც მან უმაღლესი დონის შეხვედრები ჩაატარა და შეხვდა როგორც ევროკომისიის პრეზიდენტს, ასევე ბატონ ბორელს. საუბრის მთავარი თემა იყო ის პროგრესი, რომელიც ჩვენ ქვეყანას აქვს 12 პუნქტის შესრულების თვალსაზრისით, რომელმაც საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსთან უნდა მიიყვანოს. ამ შეხვედრებს ძალიან დადებითი გამოხმაურება მოყვა ქალბატონი ფონ დელ ლაინერის და ბატონი ბორელის მხრიდან, რაც ძალიან მისასალმებელია.

ასევე მნიშვნელოვანი ფაქტი შედგა, როდესაც საქართველოს თავდაცვის მინისტრი შეხვდა ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, ბატონ ოსტინს, სადაც მკაფიოდ იქნა გაჟღერებული, რომ დღეს თანამშრომლობა ჩვენს შეიარაღებულ და თავდაცვის ძალებს შორის უმაღლეს დონეზეა და საქართველო და ამერიკა უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობას განაგრძობენ. ამის პოზიტიური სიგნალი გახდა კონგრესის მიერ მიღებული გადაწყვეტილება და 30 მილიონი დოლარით იზრდება საქართველოს დახმარება, რომელიც უსაფრთხოების უზრუნველყოფაში იქნება მიმართული“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

მისივე შეფასებით, პრემიერ-მინისტრს მნიშვნელოვანი გამოსვლა ჰქონდა მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში, სადაც მან ისაუბრა იმ არსებით გამოწვევებზე, რომელიც მსოფლიოში და ჩვენ კონტინენტზე არსებობს და უნდა აღინიშნოს, რომ სხვა ლიდერებთან ერთად იყო საუბარი თუ როგორი იქნება ევროპა, მას შემდეგ რაც ეს ომი დასრულდება.

ირაკლი ჩიქოვანი იმ სპეკულაციებსაც გამოეხმაურა, რომელიც მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით კონკრეტულ შეკითხვას მოყვა. „სააკაშვილის საკითხთან მიმართებაში პრემიერ-მინისტრმა ძალიან ცხადად მიანიშნა, რომ სამართლიანობას და სიმართლეს ალტერნატივა არ აქვს“, – განაცხადა პარლამენტის წევრმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ეკა სეფაშვილი: ბევრია საქართველოსადმი მტრულად განწყობილი ძალები, რომლებიც ქვეყნის განვითარებას ეწინააღმდეგებიან – მათი დაფინანსების უცხოური წყაროები გამჭვირვალე უნდა იყოს
Next post კახა კალაძე: ბევრჯერ მითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ – მეგობრობა, პარტნიორობა უნდა იყოს ორმხრივი