კახა კალაძე: არ ვაპირებ იმ ტელევიზიებში მისვლას, რომლებიც ტალახის სროლით და ცილისწამებით არიან დაკავებულები

Read Time:33 Second

არ ვაპირებ იმ ტელევიზიებში მისვლას, რომლებიც ტალახის სროლით და ცილისწამებით არიან დაკავებულები, – ამის შესახებ კახა კალაძემ მედიის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისი განმარტებით, უარს ამბობს მიიღოს საერთო დებატებთან დაკავშირებით იმ ტელევიზიების შეთავაზება, რომლებიც ყოველდღიურ რეჟიმში დეზინფორმაციას ავრცელებენ.

„არ ვაპირებ ამ ტელევიზიებში მისვლას და ამას აქვს თავისი ახსნა. სამწუხაროდ, უნდა აღინიშნოს, რაც ჩემთვის პირადად გულდასაწყვეტია, იმიტომ რომ მე თქვენთვის არასდროს მიკადრებია ისეთი რაღაცები, რასაც თქვენ აკეთებთ ჩემს წინააღმდეგ და ჩემი ოჯახის წინააღმდეგ. შესაბამისად, არ ვთვლი, რომ უნდა მივიდე ასეთ ტელევიზიაში, რომელიც დაკავებულია ცილისწამებით, ტალახის სროლით, შეურაცხყოფით. უკვე ჩემზეც აღარ გაჩერდნენ და ჩემი ოჯახის წევრებზე გადავიდნენ“, – აცხადებს კალაძე.

მანვე კიდევ ერთხელ გამოთქვა მზაობა, ყველა კანდიდატთან ერთობლივ დებატებში მიიღოს მონაწილეობა საზოგადოებრივ მაუწყებელზე.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი ხელაძე კიშინიოვისა და სვირის ქუჩების მცხოვრებლებს შეხვდა
Next post ვასილ გველესიანი: ჩემს მთავარ ძალას წარმოადგენს „ოცნების“ ხელისუფლება, რომელიც არის ერთადერთი ღირსეული პოლიტიკური ძალა ქართულ რეალობაში