ირაკლი ხელაძე კიშინიოვისა და სვირის ქუჩების მცხოვრებლებს შეხვდა

Read Time:25 Second

მმართველი გუნდის ნაძალადევის მაჟორიტარობის კანდიდატმა ირაკლი ხელაძემ წინასაარჩევნო შეხვედრა გამართა ლოტკინის დასახლებაში. „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატობის კანდიდატი კიშინიოვისა და სვირის ქუჩების მცხოვრებლების საჭიროებებს გაეცნო და მათ სამომავლო გეგმების შესახებ ესაუბრა.

„ჩვენ აქ შარშან განვახორციელეთ მნიშვნელოვანი პროექტი. აქ იყო ამორტიზებული სპორტული ინფრასტრუქტურა. შევქმენით ძალიან კარგი დასასვენებელი სივრცე, შევინარჩუნეთ სპორტული კომპონენტი. მიუხედავად განხორციელებული პროექტებისა, მოსახლეობის მხრიდან იყო წამოყენებული პრობლემები და ვეცდებით, რომ ჩვენი არჩევის შემთხვევაში, თანმიმდევრულად ყველა პრობლემა გადავჭრათ“, – განაცხადა ირაკლი ხელაძემ.

ლოტკინის მოსახლეობასთან შეხვედრებს თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები დავით ჭელიძე და მიხეილ ამაშუკელი ესწრებოდნენ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ზურაბ აბაშიძე: „ახალგაზრდების ინიციატივების ხელშეწყობა აუცილებელია, რადგან სწორედ მათგან მოდის ყველაზე შემოქმედებითი და ინოვაციური იდეები
Next post კახა კალაძე: არ ვაპირებ იმ ტელევიზიებში მისვლას, რომლებიც ტალახის სროლით და ცილისწამებით არიან დაკავებულები