კახა კალაძემ სამტრედიის მკვიდრ კოხრეიძეების მრავალშვილიან ოჯახს საცხოვრებელი სახლი აჩუქა

Read Time:28 Second
კახა კალაძემ სამტრედიის მკვიდრ კოხრეიძეების მრავალშვილიან ოჯახს საცხოვრებელი სახლი აჩუქა

კახა კალაძემ სამტრედიის მკვიდრ კოხრეიძეების მრავალშვილიან ოჯახს ძველით ახალ წელი მიულოცა და მათ სამტრედიაში საცხოვრებელი სახლი აჩუქა.

სოციალურად დაუცველ ოჯახს, სადაც ოთხი ბავშვი იზრდება, საკუთარი საცხოვრებელი სახლი არ ჰქონდა. კოხრეიძეების ოჯახი უახლოეს მომავალში მეხუთე შვილს ელოდება.

„ჩვენთვის ძალიან სასიხარულო დღეა, რადგან მრავალი წელი უსახლკაროდ ვცხოვრობდით და მეზობლებს ვაფარებდით თავს. ახლა კი ბატონმა კახამ სასწაული მოახდინა, ჩემი შვილებისთვის სახლი იყიდა და ჩვენ ჭერი გვექნება. დიდი მადლობა მას ასეთი საჩუქრისთვის!“, – განაცხადა ინგა კოხრეიძემ.

დღეს კახა კალაძე მშობლიურ სამტრედიას ესტუმრა, სადაც მისი დაფინანსებით საახალწლო კონცერტი გაიმართა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post 20 რამ, რასაც სიბერეში აუცილებლად ინანებთ
Next post ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე ავარიაში სამი ადამიანი დაიღუპა