კახა კალაძემ ნიკურაძეების ოჯახს საჩუქრად სახლი გადასცა

Read Time:28 Second

ძველით ახალი წელი კახა კალაძემ მშობლიურ სამტრედიას ტრადიციულად საზეიმო კონცერტით მიულოცა.

განსაკუთრებული საჩუქარი – საცხოვრებელი სახლი სამტრედიაში, კახა კალაძისგან წელს ნიკურაძეების შვიდსულიან ოჯახს გადაეცა. სახლის გასაღები ნიკურაძეების ოჯახს კახა კალაძის უფროსმა ვაჟიშვილმა, ლევან კალაძემ გადასცა.

დღეიდან, ლაშა ნიკურაძის ოჯახს, თხუთმეტწლიანი მოლოდინის შემდეგ, საკუთარი ჭერი და საკარმიდამო ნაკვეთი აქვს. „უბედნიერესი 2024 წელი დაიწყო ჩემთვის, რისთვისაც მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ბატონ კახის. მან სამტრედიაში არაერთი ოჯახი გაახარა და გააბედნიერა, მათ შორის არის ჩემი ოჯახიც“, – განაცხადა ლაშა ნიკურაძემ. სამტრედიის ცენტრალურ მოედანზე გამართულ კონცერტში მონაწილეობა ცნობილმა ქართველმა მომღერლებმა: სტეფანემ, ნოდიკო ტატიშვილმა, სალომე ბაკურაძემ, ნათია დუმბაძემ და მასტერმა მიიღეს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კახი კალაძის ტრადიციული საჩუქარი სამტრედიელ მრავალშვილიან ოჯახებს
Next post პრემიერი: უმთავრესი ეროვნული სიმბოლოს, სახელმწიფო დროშის დღეს ვულოცავ ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქეს