კახა კალაძემ თბილისში, ქარის შედეგად წარმოქმნილი პრობლემების დროულად მოგვარებისთვის, შესაბამის სამსახურებს მადლობა გადაუხადა
დედაქალაქის მერმა თბილისში, ქარის შედეგად წარმოქმნილ პრობლემებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ შესაბამისმა სამსახურებმა პრობლემების მოგვარება დროულად მოახერხეს. ამის შესახებ კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„გუშინ, ძლიერმა ქარმა თბილისის სხვადასხვა რაიონში გარკვეული პრობლემები შექმნა. ძირითადად ეს იყო საბურთალო, გლდანი, ნაძალადევი, რომელიც ყველაზე მეტად დაზარალდა. პრობლემები იყო იმ თვალსაზრისით, რომ გარკვეულ ლოკაციებზე სახლებს სახურავები გადახადა, იყო ხის წაქცევის ძალიან ბევრი შემთხვევა. ასევე, რამდენიმე ლოკაციაზე კედლის ჩამოშლის შემთხვევები იყო ავარიულ სახლებში, სადაც არავინ ცხოვრობს. მინდა მადლობა გადავუხადო „ეკოსერვის“ ჯგუფს, ათივე რაიონის გამგეობას, მუნიციპალურ ინსპექციას, ყველა იმ ადამიანს, ვინც გუშინ მთელი დღის განმავლობაში მუშაობდა და ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ პრობლემა რაც შეიძლება სწრაფად მოწესრიგებულიყო. მინდა ასევე გთხოვოთ, ის დარჩენილი პრობლემები, რაც არის მოსაგვარებელი, ყველაფერი დროულად მოწესრიგდეს, რომ ქალაქში მცხოვრებ ადამიანებს ამ მიმართულებით არანაირი პრობლემა არ შეექმნათ“, – განაცხადა კახა კალაძემ.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
აქციის მონაწილეებმა ქაშუეთის ეკლესიაში გადაინაცვლეს
აქციის მონაწილეების ნაწილმა ქაშუეთის ეკლესიაში გადაინაცვლა, სადაც სანთლები დაანთო. აქციის მონაწილეების ნაწილი კი პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე რჩება. აქციის მონაწილეებმა შეკრება...
მეუფე შიო: დღეს ვფიქრობთ, რა შეიძლება ჩვენ, ცოდვილებმა, მივაგოთ ამ უსაზღვრო სიყვარულისა და საშინელი მსხვერპლისთვის – პასუხს გვცემს უფალი იესო ქრისტე “თუ მე გიყვარვართ, დაიცავით ჩემი მცნებები”
"მიზეზი იესო ქრისტეს საშინელი სიკვდილისა იყო მამაზეციერის უსაზღვრო სიყვარული კაცთა მოდგმისადმი, რათა დაღუპული კაცობრიობა გადარჩენილიყო ძე ღმერთის რწმენით და მიეღო...
GEN Z ირჩევს ევროპულ მომავალს – გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე მოძრაობა პარალიზებული
უკვე 4 საათზე მეტია საპროტესტო აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედნისა და მიმდებარე ტერიტორიის საავტომობილო მოძრაობის პარალიზება მოახდინეს. რამდენიმე საათის წინ, აქციის...
შოთა ხაბარელი ბუდუ ზივზივაძეს: “სანამ რამეს დაწერ, ან ცოტა დაფიქრდი, ან შენ წინამორბედებს ჰკითხე ბოლო – ბოლო და აგიხსნიან სინამდვილეში რა ბრძოლა მიდის ახლა”
მოგმართავ როგორც ფეხბურთელს, სპორტსმენს და ადამიანს, რომელმაც ამით გაითქვი სახელი და სულ არ იცის არავინ, რა დონეზე ერკვევი პოლიტიკაში და...
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 4 პროექტი CIF-ის მეორე საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 4-მა პროექტმა გამარჯვება მოიპოვა კონკურენტული ინოვაციის ფონდის (CIF) რიგით მეორე საგრანტო კონკურსში, რომელიც მსოფლიო ბანკის პროექტის -...
ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
მსურს რომ საქართველო ყოველთვის ისეთი ერთიანი და ბედნიერი იყოს როგორც 26 მარტის ღამეს იყო,- ამის შესახებ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი, ბუდუ...