კახა ბექაური: „ელექტრონული კომუნიკაციების კანონის დარღვევის შემთხვევაში, მაუწყებლობა ვერ იქნება იმუნიტეტი“

Read Time:32 Second

ელექტრონული კომუნიკაციების კანონის დარღვევის შემთხვევაში, მაუწყებლობა ვერ იქნება იმუნიტეტი – ამის შესახებ კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაურმა დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზეგანაცხადა. მისი თქმით, კომუნიკაციების კომისიას დღეს მოქმედი კანონმდებლობით, აქვს უფლებამოსილება დარღვევის აღმოუფხვრელობის შემთხვევაში შეუჩეროს ავტორიზაცია მაუწყებელს. „ დღეს მაგთიკომი და სილქნეტი ამავდროულად მაუწყებლები არიან და დამეთანხმებით, რომ მაუწყებლად გახდომა იმუნიტეტი ვერ გახდება კანონდარღვევის შემთხვევაში. კანონპროექტის მიხედვით მკაფიოდაა განსაზღვრული, რომ მაუწყებლებს ეს ცვლილება არ ეხება, მაგრამ რედაქციულად თუ არის რამე შესაცვლელი , პარლამენტი საბოლოოდ მიღებამდე თუ საჭიროდ მიიჩნევს ამ დაზუსტებას გააკეთებს. ინტენსიურად ვმუშაობთ დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტთან და ჩვენი მიზანიც ის არის, რომ მხოლოდ ისეთი მნიშვნელოვანი მექანიზმი შემოვიღოთ, რომელიც ეხება კონცენტრაციას და ამან რადიკალურად შეიძლება შეცვალოს მომხმარებლის და ბაზრის ინტერესი“,- განაცხადა კახა ბექაურმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემი დავალებით შევიმუშავეთ თავდაცვის ძალების 10-წლიანი განვითარების გეგმა
Next post ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გასულ აბიტურიენტს კორონავირუსი დაუდასტურდა