ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გასულ აბიტურიენტს კორონავირუსი დაუდასტურდა

Read Time:50 Second

აბიტურიენტს, რომელიც 7 ივლისს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე იმყოფებოდა, კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ განათლების სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი. დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენელთა განცხადებით, კონტაქტები დადგენილია.

აბიტურიენტის მდგომარეობა კი დამაკმაყოფილებელია.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, მიღებულია ყველა შესაბმისი ზომა, ინფიცირებული კლინიკაშია. მასთან შემხებლობაში მყოფთაგან ნაწილი თვითიზოლაციაშია, ნაწილი – დაკვირვების ქვეშ და ნაწილი შესაძლოა, საკარანტინე სივრცეში გადაიყვანონ.

საერთო ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 973 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 846 უკვე გამოჯანმრთელდა, 15 ადამიანი კი გარდაიცვალა. 28-ით გაიზარდა უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილ საქართველოს მოქალაქეთა რიცხვი, რადგან დღეს გახდა ცნობილი, რომ ავღანეთში 28 ქართველ სამხედროს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამ დროისთვის ეს მონაცემი 31-ს შეადგენს.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კახა ბექაური: „ელექტრონული კომუნიკაციების კანონის დარღვევის შემთხვევაში, მაუწყებლობა ვერ იქნება იმუნიტეტი“
Next post კახა ბექაური: ჩვენ ამ ცვლილებებით უფრო მსუბუქ ფორმას ვირჩევთ, ვიდრე ლიცენზიის ჩამორთმევა და ავტორიზაციის შეჩერებაა, რათა საზოგადოება საკომუნიკაციო სერვისების გარეშე არ დარჩეს