კახაბერ კუჭავა: “ნაციონალური მოძრაობა“ ვერ მალავს თვალთმაქცურ ევროპელობას, რომლის წარმოჩენასაც ცდილობენ სიტყვებით, თუმცა ქმედებებით შორს არიან ევროპული ღირებულებებისგან

Read Time:43 Second

 „ტინი კოქსი გახლავთ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ერთ-ერთი გამორჩეული და აქტიური წევრი. მიზეზი, რასაც ოპოზიციის წარმომადგენლები იყენებენ, თუ რატომ შეიძლება ჰქონდეთ მის მიმართ პრეტენზიები, არის ის, რომ ის იყო ერთ-ერთი, ვინც მხარი დაუჭირა რუსეთის დელეგაციის დაბრუნებას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში. თუმცა მათ ძალიან კარგად იციან, რომ ეს მოხდა ხმათა უმრავლესობით და ამ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა მათი მოკავშირე პარტიის ძალიან ბევრმა წევრმაც. მხედველობაში მაქვს ევროპის სახალხო პარტია. ეს არც პირველი ყოფილა და არც ბოლო იქნება. ვგულისხმობ ევროპის ინსტიტუტების შეურაცხყოფას და მათზე იერიშის მიტანას“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე კახაბერ კუჭავამ ტვ “იმედის” ეთერში. მან სტრასბურგის სასამართლოს და ევროსაბჭოს მიმართ განხორციელებული მსგავსი შეტევები გაიხსენა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით. „ეს არის ის სტრატეგია, რომელსაც ოპოზიცია ირჩევს და ვერ მალავს იმ თვალთმაქცურ ევროპელობას, რომლის წარმოჩენასაც ცდილობენ სიტყვებით, თუმცა ქმედებებით ისინი რეალურად შორს არიან იმ ევროპული ღირებულებებისგან, რომელიც ქართველი ხალხისთვის ძალიან ახლოა“, – განაცხადა კახაბერ კუჭავამ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post Legatum Institute-ის კეთილდღეობის ინდექსში საქართველომ 167 ქვეყანას შორის 53-ე ადგილი დაიკავა
Next post კახაბერ კუჭავა: მაიკ პომპეოს ვიზიტი აშშ-ის მხრიდან საქართველოს გვერდით დგომის კიდევ ერთ ნათელი მაგალითია