კახაბერ კუჭავა: მაიკ პომპეოს ვიზიტი აშშ-ის მხრიდან საქართველოს გვერდით დგომის კიდევ ერთ ნათელი მაგალითია

Read Time:54 Second

„ბატონი პომპეო ოპოზიციაზე გაცილებით მეტადაა ინფორმირებული ყველა იმ საკითხზე, რომელიც ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს უკავშირდება და არაფერს ახალს არ გაიგებს ოპოზიციასთან შეხვედრით, თუმცა ჩვენს ქვეყანაში სიტყვის თავისუფლება იმდენად მაღლა დგას, რომ ნებისმიერ ადამიანს, ვისაც სურვილი აქვს, შეუძლია დადგეს ქუჩაში და გარკვეული საკითხი, რომელიც მისთვის მიუღებელია, გააპროტესტოს. მით უმეტეს, ამერიკისთვის არ არის ეს უცხო,“- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე კახაბერ კუჭავამ ტვ “იმედის” ეთერში. მისი თქმით, აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს ვიზიტი საქართველოში ისტორიული დღეა. „განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეს ვიზიტი რეგიონში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების კუთხით. მთიან ყარაბაღში განთავსებული ე. წ. სამშვიდონო ძალები საფრთხეს უქმნის მთლიანად რეგიონის უსაფრთხოების საკითხს, ამიტომ ის დიდი მიღწევა, რომელიც საქართველოსა და აშშ-ს შორის არსებობს, ჩვენ შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების კუთხით უპრეცედენტოდ მაღალი დონის თანამშრომლობა საჭიროებს, საქვეყნოდ კიდევ ერთხელ დადასტურდეს. ეს ვიზიტი წარმოადგენს აშშ-ის მხრიდან საქართველოს გვერდით დგომის კიდევ ერთ ნათელ მაგალითს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ამერიკის სახელმწიფო მდივანი მხოლოდ 7 სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანას სტუმრობს და მათ შორის ერთ-ერთი სწორედ საქართველოა. მთელი მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია დღეს ჩვენი ქვეყანა, რაც წარმოადგენს მნიშვნელოვან გზავნილს, რომ არათუ დიდი მხარდაჭერა აქვს საქართველოს, არამედ ძალიან დიდი გეგმები არსებობს“, – განაცხადა კახაბერ კუჭავამ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კახაბერ კუჭავა: “ნაციონალური მოძრაობა“ ვერ მალავს თვალთმაქცურ ევროპელობას, რომლის წარმოჩენასაც ცდილობენ სიტყვებით, თუმცა ქმედებებით შორს არიან ევროპული ღირებულებებისგან
Next post ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლები – საქართველოში პოლიტიკური მოთამაშეები ჩიხიდან უნდა გამოვიდნენ და მონაწილეობა მიიღონ ახალი პარლამენტის მუშაობაში