კახაბერ გვანცელაძე: ყველაზე რთული ამოცანა ბაღში ბავშვების მიღება და შემდეგ მათი გაყვანაა

Read Time:36 Second

ყველაზე აქტუალურია ბავშვების მიღებისა და გაყვანის წესი, რომელიც პრაქტიკულად შეიცვალა და შეიძლება ითქვას, სააგენტოსთვის ეს ერთ-ერთი რთული ამოცანაა, – ამის შესახებ ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა, კახაბერ გვანცელაძემ „tv პირველის“ ეთერში განაცხადა.

„გვაქვს შესაბამისი სია, რომლის მიხედვითაც გაწერილია გრაფიკი, რომელ საათზე, წუთზე უნდა მივიღოთ ბავშვები და ასევე გაყვანის წესიც ანალოგიურია. მშობლები არ დაიშვებიან შენობებში.

მშობლების არშეშვებამ შეიძლება მცირედი სტრესი გამოიწვიოს ბავშვებში, ამიტომ ვცდილობთ, რომ ეს სტრესი პატარებს შევუმსუბუქოთ და ამიტომ ვატარებთ სხვადასხა ღონისძიებას. მაგ: წინასწარ ე.წ. ახალი ბავშვები, რომლებიც ახლა მიდიან ბაღში, შევახვედროთ აღმზრდელებს, გავაცნოთ, რომ ნაკლები იყოს სტრესული მდგომარეობა“, – განაცხადა გვანცელაძემ.

მისი თქმით, ასევე შეიცვალა ბავშვების კვების სისტემა, მაგიდების განლაგება.

თბილისის საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო წლის დაწყება 12 ოქტომბერს იგეგმება. ქალაქის 183 ბაგა-ბაღში 61 000-მდე აღსაზრდელია რეგისტრირებული.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი სესიაშვილი: ბიზნესის მხრიდან „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა ლოგიკურია
Next post გიორგი გახარია: თანაცხოვრების ხარისხი, წარმატება და ჩვენი დისციპლინა ცხოვრების მშვიდად გაგრძელების გარანტია