კარლ ჰარცელი: დემოკრატიული რეფორმების მნიშვნელოვან გზამკვლევზე ხელმოწერა არასდროს არის გვიან და შესაძლოა, არც ამ გზამკვლევთან დაბრუნებაა გვიან

Read Time:41 Second

მოგეხსენებათ, რომ დღეს, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ ხელი მოაწერა 19 აპრილის შეთანხმებას, რომელიც ევროკავშირის მედიაციით შედგა. მან დოკუმენტს ხელი მოაწერა პარტიის სახელით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი პარლამენტარების ჩათვლით და თავი არავის შეუკავებია.
ეს კი ნიშნავს, რომ ამჟამად, პარლამენტის 150 არჩეული წევრიდან 147-მა სხვადასხვა ეტაპზე მხარი დაუჭირა შეთანხმებასა და მის შინაარსს, თუმცა, სხვადასხვა დროს, – ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელის მოწერასთან დაკავშირებით განაცხადა. ჰარცელის კომენტარს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.​

„ჩემი აზრით, ხელმოწერა იმისა, რაც, პირველ რიგში, დემოკრატიული რეფორმების მნიშვნელოვან გზამკვლევს წარმოადგენს, არასდროს არის გვიან. და, შესაძლოა, არც ამ გზამკვლევთან დაბრუნებაა გვიან.
მტკიცედ მჯერა, რომ ეს რეფორმები სარგებელს საქართველოს ყველა მოქალაქეს მოუტანს.
სწორედ ამიტომ, ევროკავშირი მიიჩნევს, რომ შეთანხმებით გათვალისწინებული ყველა რეფორმის სრულად შესრულება საქართველოს ეროვნულ ინტერესებშია. ჩვენ კვლავაც მზად ვართ ვიმუშაოთ ყველასთან, ვინც ამ რეფორმების განხორციელების ერთგულია“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი ღარიბაშვილი: „ნაცმოძრაობის“ მხრიდან დოკუმენტზე ხელმოწერა არის ფარსი, ტყუილი, შეურაცხყოფა ჩვენი პარტნიორების და მთლიანად საზოგადოების, „ქართული ოცნება“ ამ შეთანხმებას არ დაუბრუნდება
Next post ირაკლი ღარიბაშვილი: 2 ოქტომბერს კახა კალაძე ღირსეულად და დამაჯერებლად გაიმარჯვებს, მოსახლეობა კიდევ ერთხელ გააკეთებს არჩევანს ერთგულებას და ღალატს, სიმართლეს და ტყუილს, მადლიერებას და უმადურობას შორის