ირაკლი ღარიბაშვილი: 2 ოქტომბერს კახა კალაძე ღირსეულად და დამაჯერებლად გაიმარჯვებს, მოსახლეობა კიდევ ერთხელ გააკეთებს არჩევანს ერთგულებას და ღალატს, სიმართლეს და ტყუილს, მადლიერებას და უმადურობას შორის

Read Time:36 Second

გახარიასთან დაკავშირებით მე უკვე გავაკეთე ჩემი შეფასება და ვთქვი ძალიან ღიად და გულწრფელად ის, რასაც ვფიქრობ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ჭიათურაში განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, 2 ოქტომბერს კახა კალაძე ღირსეულად და დამაჯერებლად გაიმარჯვებს.

„მოსახლეობა კიდევ ერთხელ გააკეთებს არჩევანს ერთგულებას და ღალატს, სიმართლეს და ტყუილს, მადლიერებას და უმადურობას შორის. ეს არის ჩემი სათქმელი“, – განაცხადა პრემიერმა.

ჟურნალისტების კითხვას, გახარიასა და კალაძის შეხვედრაზე იყო თუ არა საუბარი თანხაზე, პრემიერმა უპასუხა, რომ ამის თაობაზე კომენტარები უკვე გაკეთდა.

„მე წამოსული ვარ, კამპანიაში ვარ ჩართული, ნამდვილად არ ვიცი და არც მაინტერესებს. ამის თაობაზე თქვენ მოისმინეთ, განცხადებები გააკეთა კახიმაც, პარტიის ხელმძღვანელობამ და მგონი, მოსახლეობას კითხვა აღარ დარჩება“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ გუშინ განაცხადა, რომ თბილისის მერობის კანდიდატი იქნება.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კარლ ჰარცელი: დემოკრატიული რეფორმების მნიშვნელოვან გზამკვლევზე ხელმოწერა არასდროს არის გვიან და შესაძლოა, არც ამ გზამკვლევთან დაბრუნებაა გვიან
Next post იაგო ხვიჩია: „ნაციონალურ მოძრაობას“ ნაბიჯის გადადგმა ყოველთვის აგვიანდება