კალაძე: ჭრილობებს დრო ვერ აშუშებს, უბრალოდ ვეჩვევით ამ ჭრილობებით ცხოვრებას

Read Time:36 Second

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე 2015 წლის 13-14 ივნისს, დედაქალაქში მომხდარი სტიქია გაიხსენა და ახალგაზრდებს სოლიდარობისთვის მადლობა გადაუხადა.

კახა კალაძის განცხადებით, სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა და მოწესრიგება შესაძლებელია, თუმცა აღნიშნულ ტრაგედიას ადამიანების სიცოცხლე შეეწირა.

„დღეს 13 ივნისია და არ გვაქვს უფლება, არ გავიხსენოთ ის, რაც სამი წლის წინ ვერეს ხეობაში მოხდა. მართლაც ძალიან მძიმე იყო ის დღეები, ჩვენ ადამიანები დავკარგეთ. შესაძლებელია, ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. ასევე, შესაძლებელია, რომ რაც დაინგრა აღდგეს, გალამაზდეს, თუმცა ადამიანების სიცოცხლეს სამწუხაროდ, ვერ დავაბრუნებთ. მსგავს ჭრილობებს დრო ნამდვილად ვერ აშუშებს, უბრალოდ ვეჩვევით ამ ჭრილობებით ცხოვრებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა ახალგაზრდებს მიმართა და უსურვა, რომ ერთობა, რომელიც მათ 13-14 ივნისის სტიქიის დროს აჩვენეს, არასდროს დაეკარგოთ.

13 ივნისის სტიქიიდან სამი წელი გავიდა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გარდაბნის გზატკეცილზე 27 ოჯახს საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად გადაეცემათ
Next post ბათუმში, 4 წლის ბავშვი ოჯახის ახლობელმა ქალმა მოკლა