იუსტიციის სამინისტროსა და მეცნიერებათა აკადემიას შორის მემორანდუმი გაფორმდა

Read Time:40 Second

ურთიერთთანამშრომლობის დოკუმენტი იუსტიციის სამინისტროსა და მეცნიერებათა აკადემიას შორის თანამშრომლობის ახალ პლატფორმას ითვალისწინებს. მხარეები შეიმუშავებენ და განახორციელებენ ერთობლივ სამეცნიერო-კვლევით,  საგანმანათლებლო და სამართლებრივ პროექტებს, ორგანიზებას გაუწევენ კონფერენციებს, სიმპოზიუმებს, სემინარებს, მრგვალ მაგიდებსა და საჯარო დისკუსიებს; გამოაქვეყნებენ სამეცნიერო ნაშრომებს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ჟურნალ „მაცნესა“ და იუსტიციის სამინისტროს ჟურნალ „იუსტიციაში“ (Iustitia).

მემორანდუმს ხელი მოაწერეს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ და მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტმა გიორგი კვესიტაძემ.

მეცნიერებათა აკადემიასთან ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავება  კიდევ ერთი ნაბიჯია სამეცნიერო დასკვნებსა და ანალიტიკაზე დაფუძნებული სამართალშემოქმედებითი პროცესის ხელშეწყობისათვის, რაც იუსტიციის სამინისტროს 2022-2024 წლების სტრატეგიის პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს.

ამ მიზნით იუსტიციის სამინისტრომ უკვე არაერთი აქტივობა განახორციელა:

  • დაფუძნდა ორენოვანი სამართლებრივი ჟურნალი „იუსტიცია“, რომლის ორი ნომერი უკვე ხელმისაწვდომია;
  • იუსტიციის სამინისტროსთან შეიქმნა და სხვადასხვა დარგის გამოჩენილი სპეციალისტებით დაკომპლექტდა სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო, რომელიც იუსტიციის მინისტრისთვის წარსადგენად კანონპროექტებს, კონცეფციებს, დასკვნებსა და მოსაზრებებს შეიმუშავებს;
  • ორმხრივი თანამშრომლობის დოკუმენტები გაფორმდა საქართველოში ავტორიზებულ უმაღლეს სასწავლებლებთან.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი ღარიბაშვილი: დიდი პატივია და ყოველთვის სასიხარულოა მისი უწმინდესობის ნახვა, მასთან საუბარი უაღრესად საინტერესოა ქვეყანაში არსებულ ვითარებასა თუ რეგიონში და მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე
Next post ირაკლი კობახიძე: არ შეიძლება, პარალელური დათვლის გაყალბებას ეწოდოს უმნიშვნელო სტატისტიკური ცდომილება