იუსტიციის სამინისტრომ საგრანტო კონკურსის გამარჯვებულებთან ხელშეკრულებები გააფორმა

Read Time:32 Second

იუსტიციის სამინისტრო საგრანტო პროგრამის ფარგლებში 14 პროექტს, ჯამში, 257 919 ლარით დააფინანსებს. კონკურსის გამარჯვებულ ორგანიზაციებსა და კერძო პირებთან შესაბამისი ხელშეკრულებები დღეს გაფორმდა. იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ გამარჯვებულებს წარმატება პირადად მიულოცა.

საგრანტო პროექტები იუსტიციის სამინისტროს სისტემაში ადამიანის უფლებების გაძლიერების, ინოვაციური სერვისების დანერგვის, მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის ხელშეწყობისა და დანაშაულის ეფექტიანი პრევენციის მიმართულებებით იუსტიციის სამინისტრომ მიმდინარე წლის 30 ივლისს გამოაცხადა. მასში მონაწილეობა 42-მა ორგანიზაციამ და კერძო პირმა მიიღო.

საგრანტო კონკურსის მიზანი იუსტიციის სამინისტროს სისტემის საქმიანობაში სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობისა და ჩართულობის გაზრდაა. გამარჯვებული პროექტებით განხორციელდება მნიშვნელოვანი ღონისძიებები და აქტივობები, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემის პრიორიტეტული მიმართულებების განვითარებას.

სამოქალაქო ინიციატივების მხარდაჭერას იუსტიციის სამინისტრო მომავალშიც გააგრძელებს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ჯანდაცვის მინისტრის კანდიდატურა, პირველ რიგში, პრემიერის პრეროგატივაა, გუნდში კონსულტაციები მიმდინარეობს – ირაკლი კობახიძე
Next post სალომე ზურაბიშვილმა ჯო ბაიდენის ინიციატივით გამართულ სამიტს მიმართა – როგორც პატარა ქვეყანა, კიდევ უფრო დაუცველი ვართ ჰიბრიდული საფრთხეებისგან და მეტად გვჭირდება სოლიდარობა