იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ქობულეთისა და სოფელ მუხაესტატეს საზოგადოებრივი ცენტრები მოინახულა

Read Time:25 Second

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე იუსტიციის სამინისტროს რეგიონულ წარმომადგენლობებთან შეხვედრებს განაგრძობს. იუსტიციის მინისტრმა ქობულეთისა და სოფელ მუხაესტატეს საზოგადოებრივი ცენტრები დაათვალიერა.

„იუსტიციის მინისტრი ცენტრების სამუშაო პროცესს ადგილზე დააკვირდა და თანამშრომლებისა და მომხმარებლების საჭიროებებს გაეცნო. რატი ბრეგაძემ სოფელ მუხაესტატეს საზოგადოებრივი ცენტრის მენეჯმენტს მომსახურების ხელმისაწვდომობის კიდევ უფრო გაზრდის მიზნით კონკრეტული დავალებები მისცა და ამ მიმართულებით სამომავლო სამოქმედო გეგმა განსაზღვრა“, – აცხადებენ იუსტიციის სამინისტროში.

იუსტიციის მინისტრი ბათუმის #3 პენიტენციურ დაწესებულებაშიც იმყოფებოდა.

უწყებაში აცხადებენ, რომ იუსტიციის მინისტრი სამინისტროს სისტემის რეგიონული წარმომადგენლობების მონახულებას მთელი ქვეყნის მასშტაბით განაგრძობს.

 

 

 

 

 

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ანრი ოხანაშვილი: სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელის პოსტზე წარდგენილ კანდიდატებთან გასაუბრება გამჭვირვალე იქნება
Next post ირაკლი ლატარია მელიაზე: „დასაქოქი თავმჯდომარე“ ისეთი რიხით ისვრის სისულელეებს, თითქოს გია ბარამიძის და მაია ორჯონიკიძის დანახვაზე სხვას ეწყებოდეს მუხლების კანკალი