ანრი ოხანაშვილი: სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელის პოსტზე წარდგენილ კანდიდატებთან გასაუბრება გამჭვირვალე იქნება

Read Time:27 Second

მომდევნო დღეებში უმაღლლესი საკანონმდებლო ორგანო კიდევ ერთხელ იქნება საზოგადოების ყურადღების ეპიცენტრში, რადგან პარლამენტს რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე მოუწევს მსჯელობა, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

„ორშაბათს ჩვენ მოვუსმენთ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელის პოსტზე წარდგენილ 2 კანდიდატს მოვუსმენთ. 1-ლი მარტიდან სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური იყოფა ორ ნაწილად. ჩვენ ორივე კანდიდატს მოვუსმენთ ორშაბათს. ჩვენი მთავარი საზომი რა თქმა უნდა იქნება პროფესიონალიზმი, კვალიფიცაკია, გამოცდილება და კეთილსინდისიერება, რომელიც მნიშვნელოვანია ამ პოსტზე კანდიდატის არჩევისთვის“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

მისივე თქმით, გასაუბრება იქნება გამჭვირვალე და საზოგადოებას საშუალება ექნება ამ პროცესს თვალყური მიადევნოს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ანრი ოხანაშვილი: არ მოგვწონს, როდესაც ჩვენი საზოგადოება ხშირად ისმენს ოპოზიციონერი კოლეგებიდან უსაგნო რეპლიკებს – ჩვენ ორიენტირებული ვართ რომ ამის ნაცვლად იყოს საქმიანი მსჯელობა
Next post იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ქობულეთისა და სოფელ მუხაესტატეს საზოგადოებრივი ცენტრები მოინახულა