იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ სამინისტროს განვითარების 10-წლიანი სამოქმედო გეგმა თელავის იუსტიციის სახლის თანამშრომლებს გააცნო

Read Time:38 Second

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე რეგიონებში სამინისტროს 10-წლიანი სამოქმედო გეგმის
პრეზენტაციას განაგრძობს. ქუთაისის და ბათუმის შემდეგ უწყების პრიორიტეტული
მიმართულებები რატი ბრეგაძემ თელავის იუსტიციის სახლის თანამშრომლებს გააცნო და მათი
მოსაზრებებიც მოისმინა.
10 წლიანი სამოქმედო გეგმის ფარგლებში იუსტიციის სამინისტრო არაერთი მასშტაბური
პროექტის განხორციელებასა და ათეულობით ახალი მომსახურების დანერგვას გეგმავს. მათ
შორის ერთ – ერთი „მობილური იუსტიციის სახლია“, რომლის საშუალებითაც ცენტრიდან
დაშორებულ სოფლებში, სასურველი სერვისის მიღება სახლიდან გაუსვლელად, ადგილზეა
შესაძლებელი. დაგეგმილ ინოვაციურ პროექტებს შორისაა ონლაინ უნივერსიტეტი,
პერსონალური ასისტენტი, ჯასთ აპი, პრობბოქსი და სხვა.
თელავის შემდეგ, სამინისტროს განვითარების 10-წლიან სამოქმედო გეგმას რატი ბრეგაძე ხვალ
გურჯაანის იუსტიციის სახლის თნამშრომლებსაც გააცნობს. მოგვიანებით კი, იუსტიციის
მინისტრი სიღნაღში საზოგადოებრივ ცენტრს გახსნის. ასევე, კახეთში ვიზიტის ფარგლებში, რატი
ბრეგაძე ახმეტის იუსტიციის სახლის მშენებლობის საძირკველში სიმბოლური კაფსულას ჩადებს.
იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით, ახმეტას იუსტიციის სახლი უახლოეს პერიოდში
მოემსახურება.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post საქსტატი: ექვს თვეში საქართველოში 21 839 ბავშვი დაიბადა
Next post საქართველოში კოვიდინფიცირების 2 039 ახალი შემთხვევა გამოვლინდა