იტალიისა და საქართველოს თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება, – ამის შესახებ საქართველოში იტალიის ელჩმა, მასიმილიანო დ’ანტუონომ იტალიის რესპუბლიკის 80-ე იუბილესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა.
როგორც ელჩმა აღნიშნა, ამ დღეს ქართველ მეგობრებს აჩვენებენ, რამდენად მჭიდროდ არიან საქართველო და იტალია დაკავშირებული, როგორ შეუძლიათ, ითანამშრომლონ.
„ძალიან მიხარია, რომ აქ ვარ ქართველ მეგობრებთან ერთად და ვზეიმობ იტალიის რესპუბლიკის მეოთხმოცე იუბილეს. ეს დიდი მოვლენაა, რადგან ის გვიჩვენებს, როგორ მოახერხა იტალიამ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ქვეყნის აღდგენა სამართლის უზენაესობის, დემოკრატიისა და თავისუფლების საფუძველზე. ამ დღეს ჩვენს ქართველ მეგობრებთან ერთად ვზეიმობთ და ვაჩვენებთ, რამდენად მჭიდროდ არიან ჩვენი ორი ქვეყანა დაკავშირებული და როგორ შეუძლიათ, ითანამშრომლონ, მომავალში კი ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება. ჩემთვის დიდი პატივია დღეს აქ ყოფნა“, – განაცხადა მასიმილიანო დ’ანტუონომ.

