„ისუზუს“ მარკის რვა მეტრიანი ავტობუსები დღეიდან დამატებით ოთხ მარშრუტზე იმოძრავებს

Read Time:37 Second

ისუზუს“ მარკის რვა მეტრიანი ავტობუსები დღეიდან თბილისში მგზავრებს დამატებით ოთხ მარშრუტზე მოემსახურება.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, N17 ავტობუსი – გადასასვლელი ხიდი – მუხიანის მეოთხე მიკრო რაიონის მიმართულებაზე იმოძრავებს; N27 – სადგურის მოედანი – ვაშლიჯვრის დასახლება; „ღრმაღელე“; N62 – სადგურის მოედანი – ზღვის უბნის დასახლება; N73 – მეტროსადგური „ახმეტელის თეატრი“ – გლდანულა;

27 იანვრიდან კი, ახალი ავტობუსები შემდეგ ოთხ სამარშრუტო ხაზზე გავლენ: N40 – ვარკეთილის მეურნეობა – ისანი; N45 – მეტროსადგური „ახმეტელის თეატრი“ – სოფელი გლდანი; N60 – გადასასვლელი ხიდი – მეტროსადგური „ღრმაღელე“; N99 – მეტროსადგური „დელისი“ – ნუცუბიძის მეოთხე მიკრორაიონი.

ავტობუსების ახალი 40 შემადგენლობა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ საზოგადოებას 21 იანვარს წარუდგინა. მუნიციპალური ავტოპარკის განახლების პროექტის ფარგლებში, თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ 2019 წელს 220 ერთეული „ისუზუსა“ (ISUZU) და 90 ერთეული „მანის“ (MAN) მარკის ავტობუსები შეისყიდა.

სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, მუნიციპალური ავტოპარკის განახლება წელსაც აქტიურად გაგრძელდება და „ბოგდანის“ მარკის ძველი ავტობუსები სრულად შეიცვლება.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post საქართველოში 2019 წელს 5839 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რა დროსაც 481 ადამიანი დაიღუპა და 7921 დაშავდა
Next post 2019 წელს დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ღვინის ექსპორტის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა