ისრაელის ნაკრებმა 18 მედალი მოიპოვა

Read Time:1 Minute, 22 Second

ისრაელის ოთხმა ნაკრებმა, რომელიც საბუნებისმეტყველო მეცნიერების
საერთაშორისო ოლიმპიადაში იღებდა მონაწილეობას 18 მედალი მოიპოვა (2 ოქრო,
8 ვერცხლი, 7 ბრინჯაო)
ისრაელის მოსწავლეები ყოველწლიურად იღებენ მონაწილეობას საერთაშორისო
ოლიმპიადებში. წელს პირველად გამოვლენ ბიოლოგიის შეჯიბში. აგვისტოში, კი,
ინფორმატიკის მსოფლიო ოლიმპიადას ეწვევიან.
მოსწავლეთა მომზადებაზე პასუხისმგებელი განათლების სამინისტრო და
მომავლის მეცნიერების ცენტრია (მაიმონიდას ფონდი). ყველა გუნდი ისრაელის
უმაღლესი სასწავლებლების ბაზაზე ემზადება.
ახალგაზრდა მათემატიკოსები (სამეცნიერო ხელმძღვანელი პრ. აბრაამ აიზენბუდი,
მთ. მწვრთელი ლევ რაძივილოვსკი) ვაიცმანის სახელობის ინსტიტუტში
ემზადებოდნენ. ოლიმპიადა ოსლოში ჩატარდა და გუნდმა 1 ოქრო, 4 ვერცხლისა და
1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. გუნდის წევრი ნოგა ფრიდმანი კი აზიის ქვეყნების
საუკეთესო მოსწავლე-მათემატიკოსად იქნა მიჩნეული.
ფიზიკოსები ბენ-გურიონის სახ. უნივერსიტეტში ემზადებოდნენ სამეცნიერო
ხელმძღვანელი ოლეგ კრიჩევსკი). გუნდის ყველა წევრი მედალოსანი გახდა (1
ოქრო, 2 ვერცხლი, და 2 ბრინჯაო) რევიტალ ვოლახი პირველი მოსწავლეა
ისრაელიდან, რომელმაც ოლიმპიადაზე ოქრო მოიპოვა.
სომხეთში გამართულ ბიოლოგიის ოლიმპიადისათვის ებრაელი მოსწავლეები თელ-
ავივის უნივერსიტეტში ემზადებოდნენ ( სამეცნიერო ხელმძღვანელი პროფ.
აბდალსალემ აზალი). ბიოლოგიის ოლიპიადაზე ისრაელის გუნდმა, რომელიც
პირველად მონაწილეობდა რამდენიმე მედალი დაიმსახურა (1 ვერცხლი, ორი
ბრინჯაო).
ქიმიკოსები ჰაიფას ტექნიონში ემზადებოდნენ (სამეცნიერო ხელმძღვანელი – პროფ.
ზეევ გროსი) გუნდის ყველა წევრი დაჯილდოვდა (1 ოქრო, ერთი ვერცხლი და 2
ბრინჯაო).
„ვფიქრობ, რომ ჩვენი მოსწავლეების წარმატება ოლიმპიადაზე, მხოლოდ პირველი
ნაბიჯია მათ სამეცნიერო კარიერაში. იმედი გვაქვს, რომ ისინი ასახელებენ ქვეყანას
საკუთარი სამეცნიერო წარმატებებით.“ – ამბობს განათლების მინისტრი იფატ შაშა-
ბიტონი.
„მოსწავლეების გამარჯვება საერთაშორისო არენაზე უდიდესი წარმატებაა. ის
შესაძლებელი გახდა ჩვენი სერიოზული შრომისა და ინვესტირების ხარჯზე, რათა
ახალგაზრდები მეტად დაკავდნენ მეცნიერებით.“- თქვა დრ. შიმშონ შოშანიმ
რომელიც მომავლის მეცნიერთა ცენტრს ხელმღვანელობს. „ვამაყობთ ჩვენი
მოსწავლეებით, ვგონებ, ისინი მომავალშიც მრავალ წარმატებას მიაღწევენ და
საკუთარ სიტყვას იტყვიან ისრაელის მეცნიერებაშიც“.
საინტერესოა, რომ ოლიმიადის ნაკრებებში ისრაელის მრავალი ქალაქისა, თუ დაბის
წარმომადგენელი იყო. ეს კი ისრაელში სწავლის საერთო დონის მაღალ
მაჩვენებელზე მეტყველებს.
სერგი პოდრაჟანსკი, იერუსალიმი
ფოტო: ახალგაზრდა მათემატიკოსების ნაკრები
მმც ფოტო

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი კობახიძე: ერთადერთი, რაც არ გავაკეთეთ უკრაინისთვის, არის ის, რომ არ ჩავერთეთ სამხედრო კონფლიქტში
Next post ირაკლი ქადაგიშვილი: გოგაშვილი თვითონ იყო უშიშროების ერთ-ერთი ხელმძღვანელი და გამოდის, თვითონ უწყობდა ამას ხელს. სწორედ, ეს არის მანიპულაცია, რასაც გოგაშვილი მიმართავს