ირაკლი ქადაგიშვილი: გოგაშვილი თვითონ იყო უშიშროების ერთ-ერთი ხელმძღვანელი და გამოდის, თვითონ უწყობდა ამას ხელს. სწორედ, ეს არის მანიპულაცია, რასაც გოგაშვილი მიმართავს

Read Time:56 Second

გოგაშვილი თვითონ იყო უშიშროების ერთ-ერთი ხელმძღვანელი და გამოდის, თვითონ უწყობდა ხელს. თუ იცოდა ეს, რატომ არ თქვა. სწორედ, ეს არის მანიპულაცია რასაც გოგაშვილი მიმართავს, რაზეც არის სისხლის სამართლის საქმე აღძრული, – ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა გადაცემაში „დროული კითხვები – ეკა სეხნიაშვილთან ერთად“ განაცხადა.

როგორც ირაკლი ქადაგიშვილმა აღნიშნა, გოგაშვილი თანამშრომლობს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და მათ ბევრჯერ აქვთ მსგავსი მასალები რეალური მტკიცებულებების გარეშე გამოქვეყნებული.

„დღეს, ჩვენ დავინახეთ, რომ თურმე გოგაშვილი თანამშრომლობს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და რადიკალურ ოპოზიციასთან. რა მტკიცებულებები არის გოგაშვილის ხელით ნაწერი რაღაცეები, აი ეგ არის მთავარი. სამჯერ აქვთ ანალოგიური მიგნებები კონკრეტული რეალური მტკიცებულებების გარეშე გამოქვეყნებული და დღეს, ასე ვთქვათ, „ოპერაცია სოსო გოგაშვილი“ უნდათ, რომ განახორციელონ, ეს არის რეალობა. ISFED-მა ერთხელ დადოს რეალური აღსარება, რატომ მოახდინა პარალელური ხმების დათვლის გაყალბება, რაც რევოლუციური სცენარის განხორციელების მთავარი საფუძველი გახდა. იქნებ ახლა ეს მეორე სცენარია რევოლუციური მოვლენების განვითარების. ამ არასამთავრობო ორგანიზაციების ასეთი ქმედებები ბევრჯერ არის მიმართული, სწორედ იქითკენ, რომ სიტუაციის დესტაბილიზაცია მოახდინონ. ახლა, ასეთი ადამიანი შეიძლება ეძებს თავის გამართლებისათვის პოლიტიკური პატიმრის და დევნილის შარავანდედი მოირგოს. სწორედ ასეთ პროვოკაციულ განცხადებებს აკეთებს, რომ თურმე, ერთი სოსო გოგაშვილი ყოფილა, რომელიც დაუპირისპირდა საქართველოს ხელისუფლების პრორუსულ კურსს და ამას შეეწირა,“- განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ისრაელის ნაკრებმა 18 მედალი მოიპოვა
Next post გიორგი ვაშაძე: მე არ მინდა ის სიტყვები გავიმეორე, რაც ამ სამუშაო ჯგუფებს ევროპარლამენტარებმა უწოდეს, უცენზურო სიტყვებიც კი იყო გამოყენებული